12:50 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-29 15:08:57, 1225 ნახვა

ეკონომიკა
“ვითიბი ბანკის” აქტივები მნიშვნელოვნად გაიზარდა

2016 წლის ექვსი თვის შედეგებით ვითიბი ბანკის აქტივების ზრდამ 10.7% შეადგინა.

წლის პირველ ნახევარში ბანკის წმინდა მოგება 8.9 მილიონით განისაზღვრა; მთლიანი საკრედიტო პორტფელი 11.6%–ით გაიზარდა და 867 მილიონ ლარს გადააჭარბა, ხოლო დეპოზიტების ზრდამ 10.2% და მოცულობამ 739 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

მხოლოდ ივნისის თვეში ვითიბი ბანკის აქტივები 22.9%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც ბანკმა სიდიდით მე-7 ადგილიდან მე-5 ადგილზე გადაინაცვლა. ამავე პერიოდში სესხების 9%-იანი, ხოლო კლიენტების სახსრების 13.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა .

პირველი და მეორე კვარტლის შედეგებით უკუგებამ მთლიან აქტივებზე (ROA) 1,5% შეადგინა, ხოლო უკუგებამ საკუთარ კაპიტალზე (ROE)  12.8%.

2016 წლის პირველ ნახევარში ყველა ძირითად ფინანსურ მაჩვენებელში ვითიბი ბანკის ზრდის ტემპი აღემატებოდა მთლიანი საბანკო სექტორის ზრდის ტემპს. შესაბამისად, ბანკის ბაზრის წილი 4.3%-დან 5.3%-მდე გაიზარდა.

 

(R)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ევროკავშირის დაფინანსება საქართველოში გაუმჭვირვალეა
საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის პროცესის შესახებ შეხვედრა გაიმართა
მედია - რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა
ბაზისბანკის მხარდაჭერით პანექსი საქართველოში პირველ პოლიურეთანის სენდვიჩ პანელებს აწარმოებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics