11:53 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-29 15:22:25, 534 ნახვა

საზოგადოება
ხიდაშელი „ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ წარმომადგენლებსა და მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი „ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ წარმომადგენლებსა და ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელმა მათთან ერთად სოფელ დიღომში მდებარე ის ტერიტორია დაათვალიერა, სადაც უახლოეს ხანში სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის სასტუმრო-სარეაბილიტაციო სახლი აშენდება.

უწყების ცნობით, სამშენებლო სამუშაოების საწარმოებლად ფონდს მიწა მთავრობამ გამოუყო. სამხედრო მოსამსახურეები კი დღეს ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთნენ.

„თავდაცვის სამინისტრო ყველანაირად ცდილობს, დაეხმაროს „ბერი ანდრიას ფონდს“, ამ უმნიშვნელოვანეს საქმეს პარალელურ რეჟიმში ვაკეთებთ. კარგა ხანია, რაც მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ფონდს ტერიტორია გადაეცა. ჩვენი ახალგაზრდების სურვილი იყო და გადავწყვიტეთ, რომ რამდენიმე დღე დავეხმაროთ მათ ტერიტორიის დასუფთავებაში. მადლობა მინდა ვუთხრა სამხედროებს, რომ მუდმივად ასეთი ენთუზიაზმით ეხმარებიან ამ ბავშვებს. მათი სიცოცხლის გადარჩენა ყველა ჩვენგანის საქმეა“,- განაცხადა მინისტრმა.

“ბერი ანდრიას სახელობის ფონდი“ სოლიდური სიმსივნით დაავადებულ 18 წლამდე ასაკის მოზარდებს და მათ ოჯახებს უანგაროდ ეხმარება და ბავშვთა მკურნალობის, მათი რეაბილიტაციისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით სხვადასხვა ღონისძიებებს ახორციელებს.

(NS)

 

 

 

 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
რუსეთში, სმოლენსკის ოლქში სათბობ-ენერგეტიკულ ობიექტებზე ხანძარია [ვიდეო]
ოთარ შამუგია სოფელ კახათში მიზნობრივი ტრენინგის მონაწილე მეთხილე ფერმერებს შეხვდა
„თიბისი კაპიტალი“ Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics