08:10 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-29 15:26:56, 610 ნახვა

საზოგადოება
თინა ხიდაშელმა ესტონეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პრიიტ ტურკს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  თინათინ ხიდაშელმა დიპლომატს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ესტონეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

 თინათინ ხიდაშელმა პრიიტ ტურკს საქართველოსა და ესტონეთის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

პრიიტ ტურკი საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს. ესტონეთის ელჩმა თავდაცვის მინისტრს მეგობრული დამოკიდებულებისათვის მადლობა გადაუხადა.

(NS)

 

 

 

 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics