18:54 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-29 18:40:37, 661 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: მოწოდებული ვართ, არჩევნები უმაღლესი სტანდარტით ჩავატაროთ

 „ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში ვიმყოფებით,  ეს საპარლამენტო არჩევნები იქცა ჩვენი მდგრადი დემოკრატიის ტესტად და ყველანი მოწოდებული ვართ, ის უმაღლესი სტანდარტებით ჩავატაროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "ამბასადორიალი 2016"-ზე, საქართველოს დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრისას განაცხადა.

 პრენიერმა აღნიშნა, რომ დაიხვეწა და გაცილებით გაუმჯობესდა კანონმდებლობა, ასევე, შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებები,რომელიც ფიზიკური შეურაცხყოფისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.

„ამ ყველაფრის მიზანია, მაქსიმალურად თავიდან ავიცილოთ ისეთი ექსცესები, როგორიც იყო ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ უბანზე, ადგილობრივი არჩევნების დროს. ეს იყო ძალიან სამწუხარო ფაქტი და შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვა, თუმცა, გარკვეული პრევენციის როლიც ითამაშამომავალი არჩევნებისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერი საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს დეტალურად ესაუბრა მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების დღის წესრიგისშესახებ, რომელიც განათლების სისტემის ძირეულ რეფორმას, ეკონომიკური რეფეორმების ბლოკს, მმართველობის რეფორმას და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას გულისხმობს.

პრემიერი დარწმუნებულია, რომ ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის განხორციელებას საქართველოს განვითარების უახლეს ისტორიაში მნიშვნელოვანი გარღვევის მოხდენა შეუძლია.

გიორგი კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ელჩების როლი, მთავრობის რეფორმების გეგმის განხორციელების პროცესში დაგანაცხადა, რომ მათი ჩართულობა გადამწყვეტია.

"მიხარია, რომ საქართველოს ჰყავს ასეთი გამორჩეული დიპლომატიური კორპუსი, ბევრ თქვენგანს პირადად ვიცნობ და ვფიქრობ,დიპლომატიურ კორპუსში ასეთი ადამიანების ყოლა ნებისმიერი ქვეყნისთვის პატივი იქნებოდა", - მიმართა პრემიერმა ქართველ დიპლომატებს.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
ირაკლი ღარიბაშვილი 20 აპრილს შიდა ქართლის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ - თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია
მიშელი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics