02:01 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-06 15:02:06, 380 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მისმა სომეხმა კოლეგა  ოვანეს მანუკიანმა მოაწერეს ხელი. 

„ოვანეს მანუკიანი საქაღთველოში დიდი ხნის განმავლობაში სომხეთის ელჩი იყო. დღეს კი გვაქვს პატივი, რომ ორმა იუსტიციის სამინისტრომ 2001 წლის შემდეგ პირველად განაახლოს თანამშრომლობა და ხელი მოაწეროს თანამშრომლობის მნიშვნელოვან დოკუმენტს, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვიურთიერთოთ მომავალში, გავუზიაროთ ერთმანეთს ის გამოცდილება, რაც სამართლებრივ სფეროში გვაქვს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა მემორანდუმის გაფორმების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 

მისივე თქმით, მხარეები იუსტიციის სფეროში არსებულ საკითხებზე ითანამშრომლებენ,  კერძოდ, ერთობლივად იმუშავებენ ნოტარიატთან, სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებასთან, სამოქალაქო აქტებისა და იურიდიული პირების რეგისტრაციასთან, ასევე,  სამართლის სფეროში არსებულ სხვა  საკითხებთან დაკავშირებით.

მინისტრის განცხადებით, სომხური და ქართული მხარე ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებებს გაუზიარებენ. 

„სავარაუდოდ, ჩვენს კოლეგებს დააინტერესებთ ის სამუშაო, რომელსაც ჩვენ ამჟამად საარჩევნო სიის დახვეწის სეფროში ვატარებთ.  ჩვენი მხრიდან გვექნება არაერთი სომხური გამოცდილება გასაზიარებელი. ეს არის ადვოკატთა ასოციაციის რეფორმა სომხეთში და რეფორმა საკანონმდებლო მაცნეში, რომელიც ერთ–ერთი ყველაზე წარმატებულია“, – აღნიშნა წულუკიანმა. 

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული  მემორანდუმი ძალაში ხელმოწერის დღიდან შედის.

ამასთან, სამინისტროს ცნობით, მემორანდუმის ხელმოწერამდე მინისტრებმა შეხვედრაც გამართეს, სადაც გადაწყდა, რომ ერევანში საქართველო - სომხეთის სამართლის საკითხებისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიმართება. გარდა ამისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სომეხი კოლეგა OGP-ს (ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტი) რეგიონულ სამიტზეც მოიწვია, რომელიც თბილისში ივნისში ჩატარდება.

სომხეთის იუსტიციის სამინისტროს დელეგაციამ ქართულ მხარეს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს და სომხეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს ხელი ბოლოს 15 წლის წინ მოეწერა. დღეიდან კი ქვეყნების უწყებებს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics