23:47 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-29 18:45:28, 918 ნახვა

კომენტარი
ირაკლი აბესაძე: მერიაში კორუფციული სქემებით მუშაობენ, ახალი მოადგილეების დანიშვნით არაფერი შეიცვლება

თბილისის მერის მიერ წარდგენილი ახალი მოადგილეები თავიანთ მოვალეობებს კარგად ვერ შეასრულებენ, რადგან მერია არაპროფესიონალი ადამიანებით არის დაკომპლექტებული, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - თბილისის“ თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ განუცხადა.

როგორც აბესაძემ აღნიშნა, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, თბილისის მერიაში არაკომპეტენტური ადამიანები მუშაობენ.

"რაც ყველაზე მთავარია, მერიაში კორუფციული სქემებით მუშაობენ, ამიტომ ახალი მოადგილეების დანიშნვით არსებითად არაფერი შეიცვლება. ეს არის შიდა გადაადგილება. სამწუხაროდ აღნიშნული ცვლილებები, საზოგადოებისთვის არანაირი დადებითი შედეგების მომტანი არ იქნება", - განაცხადა აბესაძემ.

მისივე განმარტებით, დავით ნარმანიას მიერ  მოადგილეების ხშირი ცვლა, საქმის კეთების სურვილს ან არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას არ უკავშირდება.

"ეს უკავშირდება თანამდებობების გადანაწილებას, შიდა კონკურენციას "ქართული ოცნების" სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის და კიდევ ერთხელ ვამბობ, არანაირი კავშირი საქმის კეთების სურვილთან არ არის", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ცნობისთვის, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურები წარუდგინა.

მერის მაოდგილეებად თბილისის მერიის ადმინისტრაციის მოქმედი უფროსი გიგა ნიკოლეიშვილი და იურიდიული სამსახურის უფროსი ნატო ქიტიაშვილი არიან წარდგენილები.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics