15:38 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-29 19:13:21, 672 ნახვა

საზოგადოება
ნოდარ ხადურმა ლექცია „ეკონომიკა სხვა თვალით“ გამართა

„ეკონომიკა სხვა თვალით" - ამ სახელწოდებით ფინანსთა მინისტრმა, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ნოდარ ხადურმა ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ღია ლექცია გამართა.

 „ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნოა ახალგაზრდებთან შეხვედრა და მათთან საუბარი. დღეს ძალიან საინტერესო ლექცია შედგა - ვისაუბრეთ ზოგადად ეკონომიკაზე, საქართველოს ეკონომიკის ძირითად გამოწვევებზე, მის პოტენციალსა და ჩემს ხედვებზე, თუ რა მიმართულებებით ვმუშაობთ და როგორ ვხედავთ საქართველოს ეკონომიკის განვითარებას. შევეხეთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხებს და ვისაუბრეთ „არაეკონომიკური" ენით, რაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის და იმედი მაქვს, ლექციის მონაწილეებისთვისაც. ვფიქრობ, ნაყოფიერი შეხვედრა იყო, რისთვისაც მადლობას ვუხდი თითოეულ მონაწილეს," - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

 ლექციას დაესწრნენ ის ახალგაზრდები, რომლებიც სასწავლო პრაქტიკასა და სტაჟირებას გადიან ფინანსთა სამინისტროში, ასევე, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები, რომელთა შორისაც იყვნენ როგორც ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ისე ჰუმანიტარულ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტები.

 შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.

ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

(NS)

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
III ა მიკრორაიონის N16 კორპუსთან საგზაო სამუშაოები სრულდება
თბილისში საერთაშორისო ეჯაილ სამიტის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება
ნადარეიშვილი - სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის ფუნდამენტურია, არსებობდეს დივერსიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტები, რაც კაპიტალის ბაზრის განვითარებას მოაქვს
ჯიღაურას ბაზაზე, სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტრენინგები ჩატარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics