07:30 - 16 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-29 19:26:44, 1107 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს უფროსს შეხვდა

ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო, ჩინური ინვესტიციების ამჟამინდელი სტატუსი, შემოსვლის პროცესი და მისი გაზრდის ალბათობა -  ეს იმ საკითხთა არასრული ჩამონათვალია, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ და ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს უფროსმა მარიამ მეღვინეთუხუცესმა ისაუბრეს.

მაია მელიქიძის განცხადებით, საჭიროა, ქვეყანამ გააქტიუროს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების მიღწევაზე მუშაობა ჩინეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

პრეზიდენტის მრჩეველი მიზანშეწონილად მიიჩნევს, ადგილობრივი ბაზრის განვითარებას. მაია მელიქიძე ქართული პროდუქტით იმპორტირებული საქონლის ჩაანაცვლების საჭიროებას ხედავს, რაც ქვეყანაში სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას გამოიწვევს.

ერთსულოვანია პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ინვესტორთა საბჭო სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც ბიზნესდავების გადაწყვეტილების პროცესის გაჭიანურებას, მოსამართლეთა კომპეტენციას და ადმინისტრირებას უკავშირდება.

მაია მელიქიძის განცხადებით,  ინვესტორთა საბჭოსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის იგეგმება სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობა, რათა კონკრეტული სექტორების განვითარების მიზნით კონკრეტული ხასიათის ქმედებები განხორციელდეს.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე ელისაშვილზე - ყველას ვთხოვ, ვინც კი მისმენს თავი დაანებეთ, პირიქით, დაინახავთ სადმე გაუფრთხილდით, რომ ვიღაცამ რაღაც არ დაგვაბრალოს
შსს - პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 14 პირი დააკავა
პარლამენტის წინ სტუდენტთა ნაწილი მჯდომარე აქციას მართავს
ვაჟა სირაძე - პარლამენტთან დაკავებული არიან პირები, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics