22:26 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-30 12:19:40, 1266 ნახვა

სამართალი
„სენტა პეტროლიუმის“ საქმის განხილვას კეზერაშვილის წინააღმდეგ, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მხოლოდ კეზერაშვილის წარმომადგენლები ესწრებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება გახმაურებული საქმე დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ. საქმე, რომელზეც  დავით კეზერაშვილის  წინააღმდეგ დავით კეზერაშვილის ყოფილმა მოადგილემ მისცა ჩვენება, სადაც დეტალურად აღწერდა, როგორ ხდებოდა ბიზნესმენების დავით მიმინოშვილისა და ზაალ იაკობიძის დაბარება პიქსელის შენობაში, კეზერაშვილის კაბინეტში და მათთვის ბიზნესის იძულებით წართმევა, შანტაჟი, ზეწოლა და მუქარა.

2016 წლის 29 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას (მოსამართლე თეა ხამხაძე) დანიშნული ჰქონდა სასამართლო სხდომა შპს „სენტა პეტროლიუმი და შპს „ბემონი“ „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“წინააღმდეგ.

სასამართლო სხდომის დაწყებისთანავე, მოსამართლე თეა ხამხაძემ მხარეებს განუმარტა, რომ  უნდა დაკითხულიყვნენ იურისტი რატი ჭელიძე, რომელიც ხელშეკრულებების გაფორმებისას „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ წარმომადგენელი იყო და კახა ნინუა, დავით კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორი. ასევე იკითხებოდნენ მოსარჩელის მოწმეებიც, ექსპერტები.

სხდომის დაწყებამდე, „სენტას“ ადვოკატმა დავით ასათიანმა განცხადებით მიმართა სასამართლოს სხდომის გადადების თაობაზე. განცხადებას თან ერთვოდა დავით ასათიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ცნობა. მოსამართლემ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა და გადაწყვიტა საქმის განხილვა მოსარჩელე მხარის ადვოკატის გარეშე გაეგრძელებინა.

„ბუნებრივია, როდესაც იხილება ასეთი მნიშვნელოვანი საქმე, სადაც საუბარია რამდენი ათეული მილიონის ქონების მითვისებაზე, ადვოკატის გარეშე ძალიან რთულია პროცესი წარმართო, ამიტომ ჩვენ დავეთანხმეთ სხდომის გადადებას. მოპასუხე მხარის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სხდომის გადადებას იმ მოტივით, რომ შეგვეძლო მეორე ადვოკატის მომსახურებით გვესარგებლა.

ჩვენ ადგილზევე განვუმარტეთ მოსამართლესაც და მხარესაც, რომ მეორე ადვოკატი არცერთ პროცესში არ ყოფილა ჩართული, არ იცნობდა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და რწმუნებულებაც გაუქმებული ჰქონდა, რის დამამტკიცებელი დოკუმენტიც წარვადგინეთ.

მოსამართლეს განვუმარტეთ ასევე, რომ ვინაიდან ჩვენ პროფესიით არ ვართ იურისტები, არ გვაქვს იურიდიული განათლება, საქმე კი არის საკმაოდ რთული და მოცულობითი, ვინაიდან იკითხებიან საქმისთვის მნიშვნელოვანი მოწმეები, აუცილებელი იყო ადვოკატის მონაწილეობა. ამის შემდეგ, კიდევ ერთხელ ვთხოვეთ მოსამართლეს პროცესის გადადება.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა საჭირო ცნობა და არგუმენტი წარვადგინეთ, მოსამართლე თეა ხამხაძემ არ გაითვალისწინა ჩვენი პოზიცია, რომ ფაქტობრივად დაცვის გარეშე დავრჩით და მიიღო გადაწყვეტილება სასამართლო სხდომა გამართულიყო.“ - აცხადებს მოსარჩელე მხარე.

მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ, მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებმა, ზაალ იაკობიძემ და დავით მიმინოშვილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ფაქტობრივად, მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმის განხილვას მხოლოდ მოპასუხე მხარის, კეზერაშვილის წარმომადგენლები ესწრებიან.

ზაალ იაკობიძე  აცხადებს, რომ მოსამართლემ ისინი დაცვის უფლების გარეშე დატოვა.

ზაალ იაკობიძე: ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება ჩვენს საქმესთან დაკავშირებით. თითქმის ორწელიწად ნახევარია შეტანილი გვაქვს სარჩელი სასამართლოში და სასამართლო სხდომები დაჩქარებული წესით, მხოლოდ ახლა, ივლისში ინიშნება. მანამდე საქმის განხილვა ჭიანურდებოდა და ყველაზე მნიშვნელოვანი მოწმეების დაკითხვისას მოსამართლემ დაცვის გარეშე დაგვტოვა.“

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის ნოემბრის ბოლოს, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ამჟამად ბრალდებულმა დავით კეზერაშვილმა ბიზნესმენები დაიბარა ე.წ. „პიქსელი“-ს შენობაში და 60 000 000 დოლარად შეფასებული შპს ”სენტა პეტროლიუმის” და შპს ”ბემონის” აქტივების მის მიერ დასახელებულ კომპანიებზე, შეუსაბამოდ დაბალ ფასად, მიყიდვა მოსთხოვა. შეხვედრისას განგვიმარტა, რომ მის მიერ შემოთავაზებული ფასი, განხილვას არ ექვემდებარებოდა და გადაწყვეტილება  დაუყოვნებლივ უნდა მიგვეღო.

ბიზნესმენების მხრიდან უარის შემთხვევაში დაემუქრა რომ, ზაალ იაკობიძის და დავით მიმინოშვილს დააპატიმრებდნენ და ბიზნესს წაართმევდნენ. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ გაიმართა კიდევ რამდენიმე შეხვედრა, სადაც კეზერაშვილი კატეგორიულად მოითხოვდა  ბიზნესაქტივების დაუყოვნებლივ გადაფორმებას, წინააღმდეგ  შემთხვევაში, პრობლემების შექმნით, დაპატიმრებით, ოჯახის წევრების გაუბედურებითა და სიცოცხლის ხელყოფით იმუქრებოდა.

ყოველი მომდევნო შეხვედრისას, თავდაპირველად დასახელებულ თანხას კეზერაშვილი ამცირებდა, რაც  საბოლოოდ  22,200,000 აშშ დოლარით განისაზღვრა.

საბოლოო ჯამში გამოვიდა, რომ  60,000,000 დოლარად შეფასებული ბიზნესი და ქონება კეზერაშვილმა ფაქტობრივად უსასყიდლოდ მიითვისა.

ამ საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე მხარის გარეშე გაგრძელდა და მოწმეებიც მათი და ადვოკატის გარეშე დაიკითხნენ. შემდეგი პროცესი, ორშაბათს, 1 აგვისტოს ჩაინიშნა.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics