13:03 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-30 13:57:17, 1688 ნახვა

მსოფლიო
ერევანში მომხდარი დაპირისპირების შედეგად 60-მდე ადამიანი დაშავდა

ერევანში პოლიციამ, გუშინ ღამით განყოფილებაში გადაყვანილი 165 მოქალაქიდან 26-ის დაკავების გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას "რია-ნოვოსტი" ერევნის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

როგორც მედია საშუალება იტყობინება, დაკავებულთა ვინაობა უცნობია. ამასთან, ჟურნალისტების ინფორმაციით, დაკავებულთა შორის ოპოზიციური პარტია „მემკვიდრეობის“ თავმჯდომარის მოადგილე არმენ მარტიროსიანია.

"რია-ნოვოსტი" წერს, რომ გუშინ გამით, პოლიციის განყოფილების შენობაში გამაგრებული შეიარაღებული პირების მხარდასაჭერად მასობრივი აქცია გაიმართა.

მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა აქტივისტები ძალისმიერი გზით დაარბიეს, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, რის შედეგადაც 60-მდე აქტივისტი საავადმყოფოში, სხვადასხვა სირთულის ტრავმით გადაიყვანეს. 

ამასთან, რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, დაშავებულთა შორის არის რადიოს ერევნის ბიუროს სამი თანამშრომელი, კარლენ ასლანიანი, ოვანეს მოვსესიანი და გარიკ არუტუნიანი. 

სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირები, რომლებიც ხელკეთებით იყვნენ შეიარაღებული, გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ, მათ წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს და ვიდეოკამერა დაუმტკვრიეს.

გარდა ამისა, სხვა დაშავებულ ჟურნალისტებზეც ვრცელდება ინფორმაცია. ესენი არიან: CivilNet.TV-ისა და რუსული გამოცემა "ლაიფის" ჟურნალისტები. 

შეგახსენებთ, რომ ერევანში ერებუნის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილების შენობაში შეიარაღებული პირები 17 ივლისიდან იმყოფებიან. ისინი ოპოზიციონერი აქტივისტის, ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას, ასევე სომხეთის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თიბისის“ მობაილბანკში ახალი დამხმარე ღილაკებია: 4 ხერხი თუ როგორ გაიმარტივო ყოველდღიურობა მობაილბანკით
სპეციალური საგამოძიებო სამსახური - იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ვამხილეთ
პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ პრეზენტაცია გაიმართა
„საქართველოს მელიორაცია“ ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics