10:49 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-30 15:43:23, 3391 ნახვა

კულტურა
„თავისუფლებისა და მუსიკის სამი დღე“ - TBILISI OPEN AIR 2016 გაიხსნა

„თავისუფლებისა და მუსიკის სამი დღე საფესტივალო ქალაქ LISI WONDERLAND-ში“ - სამხრეთ კავკასიის ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი, TBILISI OPEN AIR 2016 გაიხსნა.

გუშინ მთავარ სცენაზე პირველი გამომსვლელი რუსული ჯგუფი Motorama იყო. შემდეგ კი, ბრიტანული ჯგუფის Morcheeba წევრებმა - Skye-მ და Ross–მა განსაკუთრებულად აიყოლიეს მსმენელი. Skye–ს ქარიზმამ ხალხის დიდი ნაწილი მასთან ერთად ააცეკვა.  29 ივლისის ჰედლაინერი ჯგუფი ფრანგული მუსიკალური ბენდი Air იყო. მსმენელის განსაკუთრებული მოწონება ორმა ჰიტმა „How does it make you feel” და “Sexy boy” დაიმსახურა.

TBILISI OPEN AIR 2016-ზე მისულ მსმენელს, მუსიკის გარდა მრავალფეროვანი აქტივობები დახვდა: სათამაშო მოედანი "PLAYGROUND", ილიაუნის ასტრო ზონა, ზღაპრის ზონა, საკითხავი ზონა, 20-მდე კაფე-ბარი.

დღეს საფესტივალო ქალაქში შესვლა 16:50 საათიდან იქნება შესაძლებელი. ჰედლაინერი ბრიტანული მუსიკალური ჯგუფი Unkle იქნება. გარდა ამისა, დღეს ფესტივალის ერთ–ერთი მთავარი მოვლენა ამერიკელი გიტარისტი Steven Siro იგივე "Steve" Vai .

ორგანიზატორები შეგვახსენებენ, რომ ფესტივალის დღეებში (29, 30 და 31 ივლისი) ბილეთები გაიყიდება მხოლოდ ადგილზე, საფესტივალო ქალაქის შესასვლელში, ასევე ონლაინ @ www.tbilisiopenair.ge/ge და TBC PAY-ს ტერმინალებში. ადგილზე აბონიმენტები აღარ გაიყიდება, აქ მხოლოდ დღიური ბილეთების შეძენა იქნება შესაძლებელი. იმისათვის, რომ არ შეგექმნათ ფესტივალზე შესვლის პრობლემა, ნუ შეიძენთ ბილეთებს არაოფიციალური პირებისგან.

ცნობისთვის, 29 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, TBILISI OPEN AIR 2016-ის უფასო ავტობუსები გავა დელისის მეტროდან LISI WONDERLAND-ამდე.

 

ფოტო რეპორტაჟი




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში ულტრა სწრაფი ინსულინის დეფიციტია
Reuters - ისრაელის ალეპოზე საჰაერო თავდასხმას 38 ადამიანი, მათ შორის „ჰეზბოლას“ 5 წევრი ემსხვერპლა
Moodys-მა „ლიბერთი ბანკის“ გრძელვადიანი პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა
სამხრეთ აფრიკაში ავტოავარიას 45 ადამიანი ემსხვერპლა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics