10:53 - 16 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-30 17:37:06, 713 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერმა თიანეთის მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი წარუდგინა

საქართველოს პრემიერმა, "ქარული ოცნება-დემოკრატიული საქარათველოს" თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა, თიანეთის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზაქარია ქუცნაშვილი წარუდგინა.

"ზაქარია აქტიური და წარმატებული დეპუტატია. ის მთის კაცია და ყველაზე კარგად იცის რა გტკივათ და რა გიხარიათ", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ისაუბრა 4 წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებსა და მიღწევებზე, მათ შორის ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის რეფორმებზე.

"ამ მიღწევების წყალობით მეტიდამეტი ადამიანი უნდა დასაქმდეს და ყველა ოჯახში უნდა შევიდეს კეთილდღეობა. ჩვენი გუნდი პროფესიონალებისგან შედგება და ჩვენ გვაქვს სწრაფი განვითარების გეგმა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ზაქარია ქუცნაშვილმა პრემიერს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და მოსახლეობას სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. "ჩვენ თქვენთვის ყველაფერს გავაკეთებთ, ჩვენი მოსახლეობა,ნამდვილად, იმსახურებს მშვიდობას, თავისუფლებასა და კეთილდღეობას", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი - ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები - ჩვენ ვუპასუხებთ
კრამონი - რუსული კანონი ძალიან მკაფიოა - ის საფრთხეს უქმნის ევროკავშირის კანდიდატობას
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 455 340-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics