13:10 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-30 19:12:01, 717 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: "ქართული ოცნების" გამარჯვება სრულიად საქართველოს გამარჯვება იქნება

"ქართული ოცნება" არის ქვეყანაში ერთადერთი ძალა, რომელსაც ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარება შეუძლია, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ დუშეთში განაცხადა.

ვიცე-პრემიერის თქმით, "ქართული ოცნების" გამარჯვება, სრულიად საქართველოს გამარჯვება იქნება. 

"თქვენ არ იფიქროთ, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ თვითკმაყოფილები ვართ და მხოლოდ განხორციელებულზე ვსაუბრობთ. ჩვენ გვესმის ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს რეგიონეში, რაიონებსა და სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ პრობლემებს აუცილებლად მოვაგვარებთ ერთად დგომით, ჩვენი ერთსულოვნებით", - განაცხადა კალაძემ. 

მისივე თქმით, საქართველოში ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებისა, განსახვევებული აზრისა, არის თავისუფალი. 

"ჩვენი მთავარი მონაპოვარი თავისუფლებაა. დღეს ჩვენ ნამდვილად გვეამაყება ის, რომ საქართველოში ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებისა, განსახვევებული აზრისა, არის თავისუფალი. მე მეამაყება ის, რომ დღეს საქართველოში ჩვენი პოლიცია დეპოლიტიზირებულია. ისინი ემსახურებიან ხალხს და არა რომელიმე პარტიას, ან ხელისუფლებას. ისინი ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას თავიანთი სიცოცხლის ფასადაც. მე ნამდვილად მემაყება ის, რომ საქართველოში დღეს სიტყვის თავისუფლებაა და ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა წარმოადგინოს თავისი ხედვა, ქვეყნის განვითარების გეგმა, გააცნოს საქართველოს მოქალაქეებს და მოქალაქეებმა მშვიდობიანი, ცივილიზებული გზით, არჩევნების გზით მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ვინ იყოს კვლავ ქვეყნის ხელისუფლებაში. 

მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი გუნდი არის "ქართული ოცნება". ჩვენი გამარჯვება 8 ოქტომბერს არ იქნება მხოლოდ ჩვენი აქტივისტების, მხარდამჭერების გამარჯვება, არამედ ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება, რადგან პარტია "ქართული ოცნების" გამარჯვება პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობასთან", - განაცხადა კახა კალაძემ. 

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ადგილობრივ მოსახლეობას ყაზბეგში, დუშეთსა და თიანეთში მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი წარუდგინა. 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აჭარასა და გურიაში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
ვაკის რაიონში კომბინირებული დასასვენებელი სივრცეები ეწყობა
ვაშაძე - ვის უტარებთ აქციას, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიდიხართ? - დამთავრებულია თქვენი საქმე!
ირაკლი ქარქაშაძე Routes Europe 2024-ის ფარგლებში ავიაკომპანია Transavia-ს მენეჯმენტს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics