16:45 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-30 20:40:52, 1798 ნახვა

რეგიონი
ფიზიკური შეხლა-შემოხლა და მუქარა „მეტრო სითის“ მუშების აქციაზე - გათავისუფლებულია რამდენიმე თანამშრომელი

ბათუმში, კომპანია "მეტრო სითიმ" მუშების აქციის ორგანიზატორი და ერთ-ერთი თანამშრომელი, ავთო აბრამიშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა.

როგორც "ექსპრესნიუსს" აბრამიშვილმა განუცხადა, მისი სამსახურიდან გათავისუფლება აქციის ორგანიზებას უკავშირდება.

"აქციის მსვლელობისას უფროსები ჩვენს მიერ წაყენებულ პირობებს დათანხმდნენ. ყოველ შემთხვევაში, ასე მითხრეს. ამ პირობებზე შეთანხმების შემდეგ მე, როგორც ორგანიზატორმა აქცია დავშალე.  აქციის დასრულების შემდეგ, სატელეფონო საუბრის დროს მითხრეს, რომ სამსახურიდან ვარ გათავისუფლებული. როდესაც მინდოდა გათავისუფლების მიზეზი გამერკვია, ჩემს სატელეფონო ზარებს კომპანიაში არ პასუხობდნენ. კოლეგებისგან ვიცი, რომ ჩემი გათავისუფლების მიზეზი აქციის მოწყობა გახდა. თითქოს ეს ხალხი მე ავაჯანყე", - განაცხადა აბრამიშვილმა.

მისივე თქმით, თუ მუშების პირობები არ დაკმაყოფილდება, ორშაბათს დილიდან, საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

"გზის გადაკეტვას ვაპირებთ. ობიექტზე ვერავინ შევა, ვერ იმუშავებს ვერც ახალი და ვერც ძველი თანამშრომელი.  ველოდები ხვალინდელ დღეს. ჩვენს მიერ წაყენებული პირობების თანახმად, ხვალ ჩემი კოლეგები უნდა დაასვენონ. ასევე ვითხოვდით ხელფასების დროულად დარიცხვას, თუმცა პირადად მე, ხელფასზე არასდროს შემქმნია პრობლემა. ვმუშაობთ დასვენების დღეების გარეშე. სამსახურში არ მისვლის შემთხვევაში ერთი დღის გაცდენა 40 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. მსგავსი ფაქტები ძალიან ბევრია და ხშირად ეს მუშების გათავისუფლების მიზეზიც კი ყოფილა", - განაცხადა აბრამიშვილმა.

როგორც აბრამიშვილმა აღნიშნა, სამსახურში აყვანის დროს მასსა და დამსაქმებელს შორის კონტრაქტი გაფორმდა, თუმცა არა სრული ფორმით.

"ხელი მხოლოდ კონტრაქტის ნაწილზე მომაწერინეს. წაკითხვის სურვილი, რომ გამოვთქვი ამასაც აარიდეს თავი. გუშინ ისევ მოვითხოვე ხელშეკრულება, თუმცა მას მუშოაბის პირობების ფურცელი აკლდა. ვიცი, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში კომპანია ვალდებულია 1 კვირით ადრე გამაფრთხილოს, რაც რა თქმა უნდა მათ არ გააკეთეს", - განმარტა აქციის ორგანიზატორმა.

ამასთან, აბრამიშვილის ინფორმაციით, გუშინ კიდევ 7 თანამშრომელი გაათავისუფლეს სამსახურიდან და აღნიშნეს რომ მათი ბედი აქციამდე იყო გადაწყვეტილი.

"როგორც მე ვიცი, ჩემ კოლეგებს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან, იმ შემთხვევაში, თუ ისინი აქციაში მონაწილეობას გააგრძელებენ და მედია საშუალებებს დაეკონტაქტებიან", - განაცხადა აბრამიშვილმა.

თუკი კომპანია თითოეული მუშის ინტერესებს არ დააკმაყოფილებს, იგი არ გამორიცხავს, რომ სამართლებრივ ზომებს მიმართოს.

გარდა ამისა, „ექსპრესნიუსს“ „მეტრო სითის“ კიდევ ერთმა თანამშრომელმა განუცხადა, რომ გუშინ, აქციაზე კომპანიის წარმომადგენელმა მუშებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

 „დღეს კვლავ გვქონდა გაფიცვა. გუშინ ჩხუბი და ფიზიკური შეხლა-შემოხლა იყო. მუშების ნაწილს 2 თვის ხელფასი არ ქონდა აღებული. უფროსი მოვიდა და რამოდენიმე გაფიცულს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შემდეგ მათ შორის ჩხუბი მოხდა. პატრული და ტელევიზიაც მოვიდა. დღეს გაფიცულების ნაწილმა მუშაობა გააგრძელა, ნაწილი კი, კვლავ გაფიცულები ვართ. ვინც მუშაობა განაახლა ერთი თვის ხელფასი ჩაურიცხეს და უთხრეს, რომ სამშაბათს მეორე ნაწილსაც მისცემენ“, - განაცხადა კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის ბულვარში, გუშინ "მეტრო სითის" 500-მდე მუშა გაიფიცა. ისინი, კომპანიაში პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. როგორც მათ განაცხადეს, კომპანია მუშა ხელის უფლებებს არღვევს და მათ გაუსაძლის პირობებში ამუშავებენ. გაფიცულთა ნაწილმა, მას შემდეგ რაც 1 თვის ხელფასები ჩაერიცხათ, მუშაობა გააგრძელეს, ნაწილი კი ამ დრომდე გაფიცულია.

კომპანიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა დღეს „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას გაფიცვასთან დაკავშირებით კომენტარზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ მას არც პრესსამსახურის და არც მენეჯერის საკონტაქტო ინფორმაციის გაცემის უფლება არ აქვს. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი გომელაურს - კორუმპირებული ხართ - ცალ-ცალი ბოტებით მოხვედით და დღეს მილიონერი ხართ
პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
ლავროვი - საქართველოში დემონსტრაციები მიდის და სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად გადააქციეს - კანონი ურბილესია
თალაკვაძე ოპოზიციას - როგორ ბედავთ და ხალხს ატყუებთ, თითქოს ქვეყანა ევროპულ ორბიტას ჩამოშორდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics