18:06 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-31 12:29:20, 831 ნახვა

სხვადასხვა
ხვალიდან „მეტრო სითის“ მუშების საპროტესტო აქცია კვლავ გაგრძელდება

 „ამ ეტაპზე არაფერი არ შეცვლილა და ჩვენი მოთხოვნები არავის  გაუთვალისწინებია“,-ამის შესახებ კომპანია „მეტრო სითის“   ერთ-ერთმა მუშამ, აქციის ორგანიზატორმა ავთო აბრამიშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე განცხადებით, ისინი  აქციას არ შეწყვეტენ მანამ, სანამ კომპანიის ხელმძღვანელები მათ პირობებს არ დააკმაყოფილებენ.  

„ამ ეტაპზე არაფერი არ შეცვლილა.  ჩვენი მოთხოვნები არავის არ გაუთვალისწინებია. წესით კვირა დღე დასვენების დღე უნდა ყოფილიყო, მაგრამ  ჩვეულებრივი სამუსაო დღეა. სამუშაო დღე იწყება დილის 8:00 საათზე და საღამის 19:00 საათზე მთავრდება.  ჯერჯერობით მხოლოდ კონდინციონერი დაგვიდგეს. ხვალ  დილით ისევ  ვაპირებთ შეკრებას და გაფიცვას. მოგეხსენებათ,  სამსახურიდან გამათავისუფლების იმიტომ, რომ ორგანიზატორი ვიყავი.  არ დავიშლებით და არ შევწყვეტთ გაპროტესტებას, სანამ ჩვენს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ“,-განაცხადა აბრამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის ბულვარში, რამოდენიმე დღის წინ  "მეტრო სითის" 500-მდე მუშა გაიფიცა. ისინი, კომპანიაში პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. როგორც მათ განაცხადეს, კომპანია მუშა ხელის უფლებებს არღვევს და მათ გაუსაძლის პირობებში ამუშავებს.  გაფიცულთა ნაწილს, მას შემდეგ რაც 1 თვის ხელფასები ჩაერიცხათ, მუშაობა გააგრძელეს, ნაწილი კი ამ დრომდე გაფიცულია.

 

 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
სააკაშვილი - უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს
კობახიძე პრეზიდენტზე - არ აქვს მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს და საუბრობდეს არჩევნებზე

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics