15:30 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-06 18:13:42, 470 ნახვა

საზოგადოება
„ერთა ლიგაში“ საქართველოს პირველი წარმომადგელის ხარიტონ შავიშვილის არქივი საქართველოშია

„ერთა ლიგაში“ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი და უკანასკნელი წარმომადგენლის, ხარიტონ შავიშვილის პირადი არქივი ჟენევიდან საქართველოში ჩამოვიდა.

მისი პრეზენტაცია ეროვნულ არქივში დღეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ჟენევაში გაეროს განყოფილების ბიბლიოთეკაში დაცული ხარიტონ შავიშვილის არქივის დიგიტალიზაციის პროცესი მიმდინარე წლის თებერვალში დაასრულა.

„ეროვნული არქივის თანამშრომლები წლის ბოლომდე ამ დოკუმენტებს შეისწავლიან, დაახარისხებენ და ღია იქნება საზოგადოებისათვის ჩვენი ქვეყნის ისტორიის ეს პერიოდი, დანახული ხარიტონ შავიშვილის თვალით. ეს არქივი იმდროინდელ საქართველოს ისტორიას ახალ შტრიხებს შესძენს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ეროვნული არქივის ინფორმაციით, ხარიტონ შავიშვილის არქივის ასლის საქართველოში ჩამოტანაზე მუშაობა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გასულ წელს ჟენევის ბიბლიოთეკაში იმყოფებოდა და ეროვნული არქივის თანამშრომლების ადგილზე ჩასვლისა და მუშაობის უფლების მოსაპოვებლად მოლაპარაკებები პირადად გამართა.

„მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ეროვნული არქივის სპეციალისტები ჟენევაში ჩავიდოდნენ და საკუთარი აპარატურით, მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობის მქონე ამ საარქივო მასალების დიგიტალიზაციას გააკეთებდნენ.

ჟენევის გაეროს განყოფილების ბიბლიოთეკიდან ჩამოტანილი ხარიტონ შავიშვილის არქივისა და მასთან დაკავშირებული ჟენევის საქალაქო არქივის საარქივო მასალების შესაბამისი წესით დამუშავება, კატალოგიზაცია და ერთიანი მასალის აღწერილობის გამოცემა 2015 წლის ბოლომდე იგეგმება.

არქივის აღწერის ინგლისური ვერსია გაეროს განყოფილების ბიბლიოთეკასაც გადაეცემა, რაც მკვლევარებისათვის მასალის შესწავლას გააიოლებს.  

არქივში თავმოყრილია: „ერთა ლიგაში“ საქართველოს წარმომადგენლობის მუშაობის ამსახველი დოკუმენტები; მიმოწერა ევროპულ ორგანიზაციებსა და ევროპელ პოლიტიკოსებთან საქართველოში იმ დროს არსებული პრობლემატიკის შესახებ; ქართველ ემიგრანტებთან ურთიერთობის, ასევე „საქართველოს საზღვარგარეთული პრესის ბიუროსა“ და „საქართველოს დამხმარე საერთაშორისო კომიტეტის“ საქმიანობის ამსახველი მასალა.

გარდა ამისა, ხარიტონ შავიშვილის არქივში ინახება მისი მემუარები და პირადი ბიბლიოთეკა.

ხარიტონ შავიშვილის არქივის დიგიტალური ასლების საქართველოში ჩამოტანა, მისი აღწერა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ქართველი მამულიშვილის სამშობლოსათვის ბრძოლის 55-წლიანი ისტორიის სათანადოდ შენახვისა და შესწავლის საწინდარი იქნება“, - აცხადებენ ეროვნულ არქივში.

ხარიტონ შავიშვილის პირადი არქივის პრეზენტაციას საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
III ა მიკრორაიონის N16 კორპუსთან საგზაო სამუშაოები სრულდება
თბილისში საერთაშორისო ეჯაილ სამიტის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება
ნადარეიშვილი - სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის ფუნდამენტურია, არსებობდეს დივერსიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტები, რაც კაპიტალის ბაზრის განვითარებას მოაქვს
ჯიღაურას ბაზაზე, სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტრენინგები ჩატარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics