07:58 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-06 19:00:17, 2632 ნახვა

კულტურა
კინოთეატრ „ამირანში“ოსკაროსანი ფილმის “ამერიკელი სნაიპერის” პრემიერა გაიმართება

კლინტ ისთვუდის ოსკაროსანი ფილმის “ამერიკელი სნაიპერის” პრემიერა დღეს, კინოთეატრ “ამირანში” გაიმართება. 

ფილმში მთავარ როლს ჰოლივუდის ვარსკვლავი ბრედლი კუპერი ასრულებს. 

“ამერიკელი სნაიპერი” 2015 წლის ყველაზე სკანდალური ამერიკული ფილმია და მისმა შემოსავალმა ამერიკულ კინოგაქირავებაში 90 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს არის რეალურ ამბავზე დაფუძნებული, ბიოგრაფიული დრამა ამერიკის ისტორიაში ყველაზე ლეტალური სნაიპერის კრის კაილის შესახებ, რომელმაც ოფიციალური მონაცემებით სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას 160 ადამიანი მოკლა. ის თავდაპირველად საკუთარი სამშობლოსა და მეგობრების დამცველი იყო, მაგრამ ომის სისასტიკემ ნამდვილ მტაცებლად აქცია. კრის კაილი 4 - ჯერ იყო ერაყში და მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში. ამერიკელი სნაიპერი ომს რამდენჯერმე გადაურჩა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ტყვიამ იმსხვერპლა. ის და მისი მეგობარი ფილმის გადაღებების დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე დ 25 წლის ომის ვეტერანმა ედი რეი რუთმა, გამოასალმა სიცოცხლეს, რომელსაც კაილი ომის შედეგად მიღებული ტრამვების მოშუშებაში ეხმარებოდა. 

მოტივი რის გამო მოკლა კრის კაილი რუთმა დღემდე უცნობია, მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, გასაჩივრების უფლების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკულ საზოგადოებაში არ წყდება კამათი იმის შესახებ, კრის კაილი იყო, თუ არა გმირი, რეჟისორმა ფილმში მისი პერსონაჟი მაყურებელს გააცნო და წარუდგინა,როგორც ამერიკის გმირი. 

ფილმი ამერიკის უმაღლესი კინოაკადემიის დაჯილდოებაზე 6 ნომინაციაში იყო წარდგენილი და 1 ოსკარიც მოიპოვა. 

დღეიდან მის შეფასებას ქართველი მაყურებელი კინოთეატრ “ამირანში” შეძლებს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics