02:16 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-06 20:07:31, 472 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ მოლდოვას რესპუბლიკაში ვიზიტი დაასრულა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ, მინისტრის მოადგილის ლევან ღირსიაშვილის ხელმძღვანელობით, მოლდოვას რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტი დაასრულა.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა საგარეო საქმეთა და ევრო-ინტეგრაციის მინისტრის მოადგილესთან ვალერიუ ჩივერისთან და უშიშროების საბჭოს მდივანთან ალექსეი ბარბანეგრასთან გამართეს შეხვედრები.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ქართულმა მხარემ მასპინძლებს საქართველოს მიერ ნატოში ინტეგრაციის პროცესში გადადგმული წარმატებული ნაბიჯების შესახებ გამოცდილება გაუზიარა. მხარეებმა ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში ქვეყნების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხებიც განიხილეს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოლდოვას შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადასაც ესტუმრნენ. სამხედრო ბაზაზე თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრები საინჟინრო ბატალიონის შესაძლებლობებს გაეცნენ და საინჟინრო ტექნიკა, ასევე სხვადასხვა სახის თავდაცვითი საშუალებები დაათვალიერეს.

მოლდოვას რესპუბლიკაში ვიზიტის პირველ დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ მოლდოვას თავდაცვის მინისტრთან ვიორელ ციბოტარუსთან,  ეროვნული არმიის მთავარი შტაბის უფროსთან, ბრიგადის გენერალ იგორ გორგანთან, ასევე თავდაცვის სახელმწიფო მდივანთან აურელ ფონდოსთან გამართა შეხვედრები. 

 

 

 

 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics