23:30 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-18 13:18:16, 758 ნახვა

ანდრო ზღვისპირელის ბლოგი: მოსკოვს ცრემლების არ ჯერა და რაღა ბურჯანაძის დაიჯერა?

მოსკოვს ცრემლების ჯერავს, თუ არ ჯერავს არ ვიცი - მაგრამ მოსკოვს რომ ნინო ბურჯანაძის ჯერავს ფაქტია.  საქმე ის გახლავთ, რომ  „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე  მოსკოვში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა.

„მე ვიყავი მოსკოვში და შევხვდი ბატონ ნარიჟკინს, რომელიც გახლავთ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე და რომელიც იქნება რუსეთის მომავალი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე. ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ჩვენ შორის შედგა ძალიან საინტერესო და კონსტრუქციული საუბარი. ამ შეხვედრით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია რუსეთის უმაღლეს პირებთან პირდაპირი, უშუალო დიალოგის წარმოება. გარწმუნებთ, რომ არჩევნების შემდგომ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ უმაღლეს დონეზე დიალოგი გაიმართოს. მე შევხვდები რუსეთის ხელისუფლების მმართველ პირებს და ეს ჩვენ დაგვეხმარება, რომ რუსულ - ქართული ურთიერთობები გადავიყვანოთ ახალ ჭრილში და დავიწყოთ იმ პრობლემების დარეგულირება, რომელიც ჩვენი ქვეყნისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა არჩევნებამდე მისი შეხვედრა რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარიმართება მოვლენები. 

„თუ აუცილებელი გახდა არჩევნებამდე კიდევ შეხვედრის გამართვა, მე არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი შეხვედრა შედგეს, თუმცა თვითმიზანი არც ერთი ვიზიტი და არც ერთი შეხვედრა არ არის“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მოგლედ მეგობრებო, არჩევნები ახლოვდება და რუსეთის თემა იმდენად აქტუაურია, კაცმა არ იცის ველოდოთ თუ არა მის პრეზიდენტთან, პუტინთან ბედუკაძე, კვარაცხელია, ბურჯანაძის შეხვედრას, მაგრამ აქ მტავარი ერთია, ვნ განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო კურსს და ამ ბატონებს თუ ქალბატონებს რა სტატუსი აქვთ როცა ოკუპანტი სახელმწიფოს მაღალჩინოსნებს ხვდებიან?
საქართველოს დიპლომატიური სამსახური - საგარეო საქმეთა სამინისტრო, დიპლომატიური მისიები და საკონსულო დაწესებულებები - ემსახურება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში ჩამოყალიბებულ ფუნდამენტურ ეროვნულ ინტერესებსა და ფასეულობებს, რომლებიც პრეზიდენტის ხედვის შესაბამისად, განსაზღვრავენ ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმთავრეს მიზანს - საქართველოს უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სტატუსის განმტკიცებას, საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში კუთვნილი და ღირსეული ადგილის დაკავებას და, მზარდი გლობალიზაციის პირობებში, ქვეყნის ინტერესების გატარებას.
და აქ მოულოდნელად განხსენდება მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ფილმი "მოსკოვს ცრემლების არ ჯერავს" სიუჟეტი  სამი პროვინციელი გოგონას შესახებ, რომლებიც მოსკოვში ბედნიერების საძიებლად ჩამოვიდნენ. რამდენად დაუჯერებს „დიდი ძმა“ საქართველოდან მოსკოვში ბედნიერების საძებნად ჩასულ ბურჯანაძის, ძნელი სათქმელია - მაგრამ თავად მოსკოველებიც ამბობენ რომ მათ ცრემლების არ სჯერავთ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის
ბორელი - მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი და ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ
რიში სუნაკი და ოლაფ შოლცი თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics