19:59 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-18 15:08:25, 872 ნახვა

სპორტი
ელისაშვილი: ეს ხეები მარტო ნატა ფერაძეს და ელისაშვილს კი არა, თითოეულ თქვენგანს დააკლდა

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ყაზბეგის გამზირზე მოჭრილ ხეების თემას სოციალურ ქსელ „ფესიბუქში“ ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ყოველივე ხალხის პასიურობის გამო ხდება.

ალეკო ელისაშვილი ხალხს მოუწოდებს, რომ დღეს 8 საათზე მერიასთან გასამართ აქციაზე მივიდნენ და ერთი საათი უკეთესი ქალაქის არსებობას მიუძღვნენა.

„1. ნატა ფერაძე შიმშილობს 2. ქალაქის სამარცვხვინო მერი, მილიონხეს რომ რგავს აი, ის კაცი უზარმაზარი ჯანსაღი ხეების მოჭრას არც იმჩნევს 3. გამწვანების სამსახურის უპასუხისმგებლო და დამნაშავე ხელმძღვანელი ისევ არხეინად ზის კაბინეტში 4. არამზადა "ექსპერტი" ვინც ხეების ზეხმელობაზე დასკვნა დაწერა - ვინმე აფციაური უმსგასობაში მიღებულ ფულებს ითვლის ამ ყველაფერს ბედავენ ეს ჩანჩურები მხოლოდ იმიტომ რომ ხალხი არის პასიური. მხოლოდ იმიტომ რომ გუშინ მერიასთან აქციაზე ათიკინკილა ადამიანი მოვიდა. ეს ყველაფერი შეიცვლება და ამ ხალხს პასუხს ჯეროვნად ვაგებინებთ თუ დღეს საღამოს 8 საათზე მოხვალთ მერიასთან. თუ მოეშვებით მხოლოდ კლავიატურასთან ორთქლის გამოშვებას და ფილოსოფოსობას და შევიკრიბოთ დღეს ბევრნი, ძალიან ბევრნი. ის ხეები მარტო ნატა ფერაძეს და ელისაშვილს არ დაკლებია, თითოეულ თქვენგანს დააკლდა. თქვენ და თქვენს ბავშვებს. ასე რომ არ დაიზაროთ და ერთი საათი დაუთმეთ უკეთეს ქალაქს, უკეთეს გარემოს, უკეთეს ჰაერს - თქვენ თავსა და თქვენი ბავშვების მომავალს. მოდით დღეს მერიასთან 8 -ზე შარტავას ქუჩაზე. პასუხი ვაგებინოთ უმსგავსო ჩინოვნიკებს და ერთად ვიბრძოლოთ უკეთესი გარემოსთვის“, - აცხადებს ელისაშვილი.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შუახევის მერი შუბნის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის, ოთარ ფუტკარაძის 70 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს დაესწრო
ბერბოკი - კანცლერს არ ეშინია პუტინის - დროა, შეწყდეს დისკუსიები Taurus-ების უკრაინისთვის გადაცემაზე
პრეზიდენტი - ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას საარჩევნო უფლება მივცეთ
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics