02:14 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-19 10:29:35, 977 ნახვა

ჟურნალისტის ბლოგი: კუმისელი რეიკი და პოლიტიკური „ფეიკი“

ბოლო დღეებია, საქართველოში ძალზედ საინტერესო მოვლენები ვითარდება. მაგალითად,  კუმისელი რეიკი, რომელიც ხალხს შიშის ზარს სცემს. ერი, ბერი და სამართალდამცავები, საკუთარი მრწმასის შესაბამისად ცდილობენ,  მოჩვენება ან მოიხელთონ, ანაც სრულიად განდევნონ ამ სამყაროდან. 

თუმცა, რეიკი რომ ნამდვილად არსებობს და ის მარტო არაა, ეს ფაქტია. რეიკს სერიოზული კავშირები აქვს და ამას მისი „ნოკია ტელეფონიც“ ადასტურებს. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, მან საპარლამენტო არჩევნებშიც მიიღოს მონაწილეობა. თუმცა, არჩევნების წინ ისეთი პოლიტიკური „ფეიკები“ ხდება, რეიკი კი არა მრავლისმნახველი, წვიმასა და ქარში გამობრძმედილი ქართველობაც გაოგნებულია.

კერძოდ, პაატა ბურჭულაძის ”მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”, ”გირჩი”, ”ახალი მემარჯვენეები” და ”ახალი საქართველო” ერთ საარჩევნო პლატფორმაში გაერთიანდა. მგონი, მოვიდა ის სანატრელი დრო, როდესაც მგელი და კრავი ერთად მოძოვენ და მსოფლიო ბანი ჯგუფ „სახის“ დაკრულზე აცეკვდება, ან ჯგუფ „სახის“ წევრი აცეკვდება მსოფლიო ბანის მიერ გამოცემულ ხმაზე. ნუ, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს.

პრინციპები ვახსენეთ და არ შემიძლია, „გირჩის“ პოლიტიკურ მრწამსსა და მათ პრინციპებს არ შევეხო. შეგახსენებთ, ეს ის პოლიტიკური ძალაა, რომელსაც ახალი, ინოვაციური სიტყვის თქმა სურდა ქართულ პოლიტიკაში და თითქოს, ამის გაკეთება ორიგინალურადაც დაიწყეს. თუმცა, მხოლოდ დაიწყეს. ნაძვის ნაყოფმა ბურჭულაძის პარტიაში დატოვა საკუთარი უმწიკვლობა და მარადმწვანეობა და ყველაფერი ორ სკამზე გაყიდეს.

საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ „გირჩმა“ მიიღო ის, რასაც ამომრჩეველს პირდებოდა - ბებიამისისა და, რა თქმა უნდა, ბაბუამისისაც. გარდა ამისა, ეს ის პარტიაა, რომელიც მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მედროშე არის საქართველოში და შესაბამისად, პირველი საკუთარი მომხრეები „დააბოლა“, თანაც სერიოზულად „დააბოლა“. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ გაერთიანებით მსოფლიო ბანმაც ბანი დაადო საკუთარ თავს.

არ დაგვავიწყდეს, რომ ნაძვის ნაყოფი, ასე თუ ისე, „პრადვინუტებისგან“ შედგება და სხვების მსგავსად, პაატა ბურჭულაძესაც არაერთხელ დასცინეს და გააკრიტიკეს. საინტერესოა, ამ ორი პარტიის საგარეო ორიენტირი - ერთის მხრივ, პაატა ბურჭულაძე, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს რუსეთის ოკუპანტობაში და მეორეს მხრივ, პროდადსავლური უკვე გამხმარ-ნახმარი „გირჩი“.

ამ ორი პარტიის გარდა, გაერთიანებაში „ახალი მემარჯვენეებიც“ არიან. საინტერესოა,  „პოლიტიკურ ფეიკზე“ რას ამბობს ექიმი, ლიდერი და მეწარმე. თუმცა, მათთვის, როგორც ჩანს, სულერთია რა და როგორ მოხდა. მთავარია, ხელი 1-2 სკამს გამოკრან.

ახლა ერთი საკითხიღა დარჩა გასარკვევი - როდის გაერთიანდება ეს „პოლიტიკური ფეიკი“ კუმისელ მაქციასთან.

 

ავტორი: ბესო კუნელაური




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics