11:24 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-22 14:31:07, 1033 ნახვა

კომენტარი
სესიაშვილი ტერორისტული აქტის მცდელობაზე: გამოიკვეთა ინფორმაცია, რომ მათ კავშირი უკრაინასთან ჰქონდათ

მივესალმები უსაფრთხოების სამსახურის ძალიან ეფექტურ მოქმედებას, თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა დაკვირვება და აღკვეთილია ძალიან სახიფათო ტერორისტული აქტი, რომელიც ჩვენ ქვეყანას სერიოზულ პრობლემას შეუქმნიდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა. 

როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, საქართველომ მშვიდობიანი, სტაბილური და უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი დაიმკვიდრა. მისივე განმარტებით, ცივილიზებულ სამყაროს საქართველოს მიმართ მომატებული ინტერესი აქვს.

"მერწმუნეთ, ეს ტერორისტული აქტი მნიშვნელოვნად დააზიანებდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. წარმოიდგინეთ, ასეთი ტერიტორისტული აქტი რამხელა დარტყმას მიაყენებდა  ტურიზმს, მათ შორის ინვესტორებს, საერთაშორისო ურთიერთოებებს. ამიტომ ამ ტერორიsტული აქტის აღვკეთა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა სესიაშვილმა.

"ექსპრესნიუსის" კითხვას ვის შეიძლება ჰქონოდა კავშირი ტერორისტულ აქტთან, სესიაშვილსი თქმით, როგორც თავად უსაფრთხობის სამსახური აცხადებს, მათ კავშირი არ ჰქონიათ არც  ისლამურ სახელმიწოფსთან, არც იმ ტერორისტულ ორგანიზაციებთან, რომლებიც მეტ-ნაკლებად ასოცირდებიან კავკასიასთან. თუმცა, ასევე გამოიკვეთა ინფორმაცია, რომ მათ კავშირი ჰქონდათ უკრაინასთან.

პარლამენტის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ის საკუთარი ვერსიებისგან თავს იკავებს. 

"მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება. მათ ძალიან კარგად იმუშავეს და ეს მახარებს. განსაკუთრებით კარგია, რომ აღნიშნული დაკავება პრევენციულად მოხდა. არავისკენ თითს არ ვიშვერ და ველოდები გამოძიებას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, უსაფრთხოების სამსახურს, კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, დროულად გამოიძიონ საქმე. ამ მიმართულებით კითხვა ღიად რჩება და კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდგომ შეგვიძლია, კონკრეტულ ფაქტზე ვისაუბროთ", - აღნიშნა მან. 

ამასთან სესიაშვილმა განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ერთ-ერთი დაკავებული, საპატრულო პოლიციის მოქმედი ტანამშრომელი ლევან მ-ა, თავდაცვის მინისტრის ნათესავია, სიმართლეს არ შეესაბამება. 

"მე პირადად გადავამოწმე ეს ინფორმაცია და შემიძლია ვთქვა, რომ ეს დეზინფორმაციაა.რაც შეეხება პოლიციის მხრიდან დაშვებულ სერიოზულ შეცდომებს, გამოძიება ამ კუთხითაც მიმდინარეობს. პასუხი გაეცემა ყველა კითხვას, თუ რა უფლებამოსილების გადამეტებასთან გვქონდა საქმე", - განაცხადა სესიაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2016 წლის 20 აგვისტოს, რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებისა  და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს 5 მოქალაქე: ბექა ბ, ვლადიმერ რ, მინდია ვ, ჯაბა მ. და ნური ჭ. დააკავა.

"ამ პირების გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთობლივად საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მ.-ა დაკავებული. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეხვედრა გამოფენის კურატორთან და ხელოვანთან „თიბისი კონცეპტში“
სუს-ის თანამშრომლებმა ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს
ოთარ შამუგიამ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთში, მოცვის დარგვის პროცესში მიიღო მონაწილეობა
ლიეტუვის საელჩო - კანონპროექტი EU-ის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება და მის ღირებულებებთან შეუთავსებელია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics