12:44 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-23 10:52:32, 1709 ნახვა

მსოფლიო
ერაყის პოლიციამ 11 წლის ბავშვი დააკავა, რომელსაც ე.წ. “შაჰიდის ქამარი” ეკეთა (ვიდეო)

ერაყის პოლიციამ ქალაქ კირკუკში, შიიტურ მეჩეთთან 11 წლის ბავშვი დააკავა, რომელსაც ე.წ. “შაჰიდის ქამარი” ეკეთა, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება. 

ამასთან, ქურთულმა ტელეკომპანია Kurdistan 24-მა გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ხსნიან სამართალდამცველები ბავშვს “შაჰიდის ქამარს”.

კირკუკის პოლიციის განცხადებით, ბიჭუნას 2 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება ჰქონდა თან. ის ქალაქში 5-6 დღის წინ ჩავიდა.

ცნობისთვის, ერაყში ბავშვის დაკავებამდე ერთი დღით ადრე თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი, რასაც 53 ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, თავდამსხმელი 12-14 წლის მოზარდი იყო. ანკარამ მომხდარზე პასუხისმგებლობა “ისლამურ სახელმწიფოს” დააკისრა




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რიჰარდს კოლსი- კანონის მიღება სიტყვისა თუ აზრის გამოხატვის ნებისმიერი თავისუფლების შეზღუდვა
უკრაინის საჰაერო ძალები - 7 რუსული რაკეტიდან 2 ღამით გავანადგურეთ
რუსთავში მასშტაბური, ეკოლოგიური პროექტი ხორციელდება
სოფელ ქვემო გომში დასასვენებელი სკვერი შენდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics