03:23 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-23 16:22:48, 1122 ნახვა

სამართალი
ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებულ გურამ როგავას 12 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და რომან როგავა განზრახ მკვლელობაში და პირადი დოკუმენტის გატაცებაში დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 108  და 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2015 წლის 18 დეკემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ.ზუგდიდან სოფელ ახალსოფლის მიმართულებით ტაქსით მოძრაობისას რომან როგავამ გადაწყვიტა დაუფლებოდა ტაქსის მძღოლ სოსო ეხვაიას კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას და მის კუთვნილ ნივთებს.

დანაშაულის ჩადენის მიზნით რომან როგავამ სოსო ეხვაიას, ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი „ფოლკსვაგენ პასატის" ავტომანქანით თავი მიაყვანინა სოფელ ახალსოფლის კოლხიდის უბანში, ცენტრალური გზიდან მოშორებულ, მოფარებულ და დაუსახლებელ ადგილზე და მოკვლის მიზნით  ქვისა და ჩაქუჩის გამოყენებით თავს დაესხა. მიუხედავად სოსო ეხვაიას წინააღმდეგობისა, რომან როგავამ მას კეფის, შუბლის, სახისა და სხეულის სხვა მიდამოებში სხეულის მრავლობითი, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. სოსო ეხვაია მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

დანაშაულის ჩადენის შემდეგ რომან როგავამ ავტომანქანის გატაცება სცადა, თუმცა გასაღები ვერ იპოვა, რის შემდეგ დააზიანა ავტომობილის საჭის მოპირკეთების ქვედა პანელი, და შეეცადა მანქანის დაქოქვას. მიუხედავად ამისა რომან როგავამ ვერ შეძლო დაუფლებოდა ავტომანქანას, რის შემდეგაც  მოიპარა სოსო ეხვაიას ფულად თანხა - 10 ლარის ოდენობით, ნოკიას მოდელის  მობილური ტელეფონი, სოსო ეხვაიას სახელზე გაცემული მართვის და ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობა და  შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა რომან როგავა  2015 წლის 25 დეკემბერს ქ. ზუგდიდში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ"ქვეპუნქტით  - განზრახ მკვლელობა სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით,  19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და მე-3 ნაწილის „დ" ქვეპუნქტებით - ქურდობის მცდელობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რასაც შესაძლოა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი და 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით -მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცება წარედგინა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ რომან როგავა დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში  და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად,  დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი  და რომან როგავას საბოლოოდ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ამავე განაჩენით რომან როგავა გამართლდა 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ" ქეპუნქტით; 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და მე-3 ნაწილის „დ" ქვეპუნქტებით. განაჩენის სამოტივაციო ნაწილის მიღების შემდეგ, ბრალდების მხარე სასამართლოს განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრების  საკითხზე იმსჯელებს",-ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics