15:09 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-23 17:13:48, 1300 ნახვა

სამართალი
ტერაქტის მზადების საქმეზე დაკავებული ბექა ბექაური ვაჰაბიზმთან კავშირს უარყოფს

ტერაქტის მზადების საქმეზე დაკავებული ბექა ბექაურის ადვოკატი მაია ჭრელაშვილი აცხადებს, რომ საქმის მასალებში აღნიშნულია, რო დაკავებულები შესაძლოა, ვაჰაბიზმის მიმდევრები არიან.

„საქმეში დევს "ფეისბუქის" გვერდები, მითითება არის, რომ სავარაუდოდ ვაჰაბიზმის მიმდევრები არიან. ახლაც ბექაურს ჰკითხა გამომძიებელმა და უთხრა, რომ არ ვართ მიმდევრებიო. ის აღიარებს იმას, რომ აპირებდა ტერორისტულ აქტს უშუალოდ რუსულ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოსთან ამას კავშირი არ აქვს”, - აღნიშნა ადვოკატმა.

როგორც ჭრელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვაჰაბიზმის მიმდევრობას კატეგორიულად გამორიცხავს და ამბობს, რომ ”ისლამური სახელმწიფოს” დროშის ფონზე სურათი მიზანმიმართულად არ აქვს გადაღებული.

ადვოკატის თქმით, ბექაურმა გამომძიებელს დაუდასტურა, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანია და სხვა რელიგიასთან შემხებლობა არ აქვს.

“ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა აღნიშნა, რომ აფეთქებას მხოლოდ ის გეგმავდა. ამბობს, რომ ამ საქმეში სხვა არავინ არ არის, უცხო, მუსლიმური სამყაროს წარმომადგენლები. მე თვითონ მოვაგროვე ეს იარაღიო, სამი წელი ვაგროვებდი და ჩემი პირადი საკუთრებააო, ჯარისკაცი ვარ და არ გამიჭირდებოდა იარაღის შეგროვებაო”, - აღნიშნა ადვოკატმა.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კახა ცერცვაძე სამუშაო ვიზიტით სლოვენიაში იმყოფება
„თიბისის“ მხარდაჭერით დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
სააკაშვილი - ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ახალმა თაობამ, რომელიც ამისთვის სრულად მზად არის
ცესკომ „ალტ-ინფოს“ ახალ პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია შეუჩერა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics