01:46 - 17 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-23 17:25:05, 1881 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები ჩინეთში "დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში შეხვედრას გამართავენ

ვლადიმირ პუტინი, ფრანსუა ოლანდი და ანგელა მერკელი ჩინეთში, "დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში სამმხრივ შეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც კრემლის განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრის გამართვაზე სამი ქვეყნის ლიდერები სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ.

საუბრისას პუტინმა, მერკელმა და ოლანდმა მინსკის პროცესის პერსპექტივები განიხილეს. რუსეთის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერთან და საფრანეგთის პრეზიდენტთან ყირიმში “კიევის უხეშ პროვოკაციაზე” ესაუბრა.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვლადიმირ პუტინმა, ანგელა მერკელმა და ფრანსუა ოლანდმა დონბასის განსაკუთრებული სტატუსის, არჩევნების, რეფორმების ჩატარებისა და ამნისტიის გამოცხადების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

"დიდი ოცეულის" სამიტი ჩინეთში 4-5 სექტემბერს გაიმართება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს, პუბლიკას და ტაბულას ჟურნალისები სცემეს - ვიდეო
თბილისში განვითარებულ მოვლენებზე აშშ-ს რეაქცია
თბილისში საპროტესტო აქციას ევროპარლამენტარები ეხმაურებიან
აპარატი - სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს, ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა უზრუნველყოს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics