22:41 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-23 18:02:04, 1248 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ახალ ხელმძღვანელს, მერსედეს ვერა მარტინს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, ქალბატონ მერსედეს ვერა მარტინს შეხვდა, რომელიც პირველი ვიზიტით იმყოფება საქართველოში.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამშრომლობის საკითხები, საქართველოსადა ზოგადად, რეგიონში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, ფისკალური პოლიტიკის საკითხები, ინსტიტუციური დასაგადასახადო რეფორმების მიმდინარეობა ქვეყანაში.

შეხვედრაზე, ასევე, იმსჯელეს საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებულ პრიორიტეტებზე, იმღონისძიებებზე, რომელიც მთავრობის მიერ დაგეგმილია ეკონომიკური ზრდის დაჩქარების უზრუნველყოფისმიმართულებით.

ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პარტნიორობის მნიშვნელობას.მან იმედი გამოთქვა, რომ სსფ-ის მისიის ხელმძღვანელის თბილისში დაგეგმილი შეხვედრები ნაყოფიერი იქნება დასაერთაშორისო სავალუტო ფონდთან კვლავ გაგრძელდება აქტიური კომუნიკაცია.

თავის მხრივ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მერსედეს ვერა მარტინმა აღნიშნა,რომ მისთვის პატივია ფონდში იმუშაოს საქართველოს საკითხებზე და ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობასქვეყნისთვის სასარგებლო მაკროეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებაში.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები და დეპარტამენტების ხელმძღვანელები, ასევე სსფ-ის მუდმივიწარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეჰშო.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics