12:31 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-23 18:10:53, 701 ნახვა

პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობა" ნაციზმის და კომუნიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს ეხმაურება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"  ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს ეხმაურება, რომელიც საქართველოში 2010 წლიდან აღინიშნება.

"ევროპარლამენტის ამავე წლის გადაწყვეტილებით, ყოველი წლის 23 აგვისტოს ევროპაში ნაციზმისა და სტალინიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნება. 1939 წლის 23 აგვისტოს, ხელი მოეწერა ე.წ. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს, რითაც საბჭოთა კავშირმა და ნაცისტურმა გერმანიამ აღმოსავლეთ ევროპა „გავლენის სფეროებად” გაინაწილეს და მეორე მსოფლიო ომი მოკავშირეთა სტატუსით გააჩაღეს.

კაცობრიობის ისტორიაში ორი ყველაზე დანაშაულებრივი რეჟიმის ალიანსმა საქართველოს ისტორიაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. 1939 წლისთვის ჩვენი ქვეყანა უკვე 18 წლის განმავლობაში იყო ოკუპირებული და საბჭოთა საოკუპციო რეჟიმს უკვე განხორციელებული ჰქონდა ძირითადი რეპრესიები, (რის შედეგადაც ფიზიკურად განადგურდა საქართველოს პოლიტიკური, სამხედრო, სასულიერო და ინტელექტუალური ელიტები ისევე როგორც ათეულ ათასობით მოქალაქე). მიუხედავად ამისა, პაქტის ხელმოწერამ და ევროპულ პოლიტიკაში გავლენის სფეროთა ცნების მყარად დამკვიდრებამ საბჭოთა იმპერიაში ჩვენი ყოფნა კიდევ 50 წლით გაახანგრძლივა.

მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი განასახიერებს იმას, რასაც საქართველო ჯერაც ებრძვის და რის დაკანონებასაც რუსეთის მმართველნი კვლავაც ჯიუტად ცდილობენ. „პრივილეგირებული გავლენის სფეროს” აღიარებისა და მეზობელი სახელმწიფოს განვითარების გზის შეცვლა კრემლის საქმიანობის მთავარი ფოკუსია როგორც საერთაშორისო ასპარეზზე ასევე საქართველოს შიგნით. სამწუხაროდ, ოკუპანტი სახელმწიფო ღია და ფარული მოკავშირეების ნაკლებობას არ განიცდის.  
საბჭოთა წარსულთან და მის სიმბოლოებთან მკაფიო და არაორაზროვანი დამოკიდებულება, მისი სათანადო გააზრება საერთო ევრპოპულ კონტექსტში აუცილებელი წინაპირობაა დამოუკიდებელ, ძლიერ და წარმატებულ ევროპულ საქართველოსთვის მებრძოლი არაერთი თაობის იდეათა საბოლოოდ ხორცშესასხმელად",-ნათქვამია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის პროცესის შესახებ შეხვედრა გაიმართა
მედია - რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა
ბაზისბანკის მხარდაჭერით პანექსი საქართველოში პირველ პოლიურეთანის სენდვიჩ პანელებს აწარმოებს
შალვა პაპუაშვილი - 29 აპრილს „ქუდზე კაცი“ უნდა გამოვიდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics