10:18 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-23 19:26:28, 1210 ნახვა

ეკონომიკა
ცნობილი ბელგიური კომპანია Guylian - ი საქართველოში ინვესტიციის განხორციელებით დაინტერესდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და დავით გალეგაშვილი შოკოლადის მწარმოებელი ბელგიური კომპანიის ,,გილიანი“ (Guylian) წარმომდგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოში თხილის წარმოების კუთხით დაინტერესება გამოთქვეს. 

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ  კომპანიის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო საქართველოში სოფლის მეურნეობის კუთხით არსებული საინვესტიციო გარემო და ყველა ის სახელმწიფო  პროგრამა, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარგის, კონკრეტულად კი, თხილის წარმოების მიმართულებით ახორციელებს. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო  სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) გაფორმების მნიშვნელობასა და ქართული პროდუქციისთვის ევროპული ბაზრის პრიორიტეტულობის შესახებ. იური ნოზაძემ  ხაზგასმით აღნიშნა, ქვეყანაში სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფისა და დაცვის მნიშვნელობა და აღნიშნა, რომ თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის არსებობა ხელს შეუწყობს საექსპორტო ბაზრებზე  ქართული თხილის მიმართ ნდობის ამაღლებას.

როგორც კომპანია Guylian-ის წარმომადგენელმა, პოლ ბევერსმა აღნიშნა, შოკოლადის წარმოებაში კომპანია ქართულ თხილს უკვე იყენებს და არის დაინტერესება თხილის წარმოების კუთხით კომპანიამ საქართველოში ინვესტიცია განახორციელოს.  როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამ ეტაპზე, კომპანიის წარმომადგენლების  საქართველოში ვიზიტის მიზანს თხილის წარმოების კუთხით საქართველოში არსებული გარემოს შესწავლა წარმოადგენს.   

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, დავით გალეგაშვილმა კომპანია Guylian-ის წარმომადგენლებს სახელმწიფო პროგრამის - თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით - ფარგლებში შექმნილი საქართველოში ყველაზე დიდი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ,,დარჩელი თხილი“ შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მისი საქმიანობის შესახებ ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზანს წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო კულტურების, მათ შორის თხილის წარმოების სრული ჯაჭვის განვითარება და ხელშეწყობა.   

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქალთა მოძრაობა - ქალები ვირჩევთ ევროპას!
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics