05:23 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-23 22:00:02, 652 ნახვა

საზოგადოება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქედაში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

ქედის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ მოინახულა. ნაპირსამაგრი და ფერდსამაგრი სამუშაოები, წყალმომარაგების სისტემის მოწყობა და წყალშემკრები ავზის მშენებლობა - მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მიმართულების ინფრასტრუქტურილი პროექტები ხორციელდება.

დაბა ქედაში მდინარე აკავრეთასა და აჭარისწყალზე ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის რაიონის ბიუჯეტიდან 1 737 800 ლარია გამოყოფილი. პროექტის თანახმად, ამ დროისთვის 1 200 მეტრზე დამცავი კედლების მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც ფირმა ,,ზიმო 7" ახორციელებს. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე დასაქმებულია ადგილობრივი კადრებიც. სამუშაოები პროექტის თანახმად გეგმაზომიერად მიმდინარეობს და ამ დროისთვის 30%-ზე მეტი უკვე შესრულებულია. პროექტი მომავალ წელს დასრულდება. პროექტის შედეგიანობა 28 ივნისს განვითარებულმა სტიქიამ უკვე ნათლად აჩვენა. მდინარე აკავრეთას მარჯვენა სანაპიროზე მოწყობილმა დამცავმა კედელმა საფრთხე აარიდა რუსთაველის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობებს, რომლებიც წყალუხვობის დროს ხშირად იტბორებოდა.

დღესვე აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ სოფელ ხარაულაში სასმელი წყლის მაგისტრალის მშენებლობის პროცესსაც გაეცნო. ბოლო სამი წელია სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება ქედის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ამ მიზნით სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში სასმელი წყლის ავზები, მაგისტრალები, საქლორატოროები მოეწყო. აქაურ მოსახლებას სასმელი წყლის დეფიციტი განსაკუთრებით ზაფხულობით აწუხებდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ 17 კილომეტრიანი მაგისტრალის და 300 ტონიანი სარეზერვო ავზის მშენებლობა მიმდინარე წელს მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით დაიწყო, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 868 000 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოების 70% უკვე შესრულებულია. სამშენებლო სამუშაოებში 70-მდე ადგილობრივია დასაქმებული. სისტემა მთელი დატვირთვით ახლო პერიოდში ამოქმედდება და ადგილოლბრივებს სასმელი წყლის პრობლემა სამუდამოდ მოეხსნებათ.

დღესვე ზურაბ პატარაძე ხარაულას საჯარო სკოლის სპორტდარბაზის სარემონტო სამუშაოებს გაეცნო. სამუშაოები აჭარის ა. რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 36 000 ლარია. სკოლაში 88 მოსწავლე ირიცხება.

სკოლაში მიმდინარე სამუშაოების გაცნობის შემდეგ მთავრობის თავმჯდომარემ დანდალო-ხარაულას მიმართულებით 3 500 მ საავტომობილო გზის მონაკვეთზე მიმდინარე კეთილმოწყობითი სამუშაოები მოინახულა. გზის ამ მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარი პირველად იგება. აღნიშნული გზით ქედის ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელ ხარაულაში მცხოვრები 213 ოჯახის გარდა სოფელ ჯალაბაშვილების 112 ოჯახიც სარგებლობს. უმნიშვნელოვანესი პროექტი აჭარის ა. რ. საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, მისი ღირებულება კი 1 018 147 ლარია. მიმდინარე წელს ქედის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი იყო სულ 15 920 მეტრი გზის მოასფალტება, აქედან 10 920 უკვე დასრულებულია, დარჩენილია 5000 მეტრი გზის მონაკვეთი მახუნცეთი-ზუნდაგა და ცხემნა-ორცვას მიმართულებით.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics