14:38 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 09:37:06, 534 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი ქართველ ოლიმპიელებს მადლობას უხდის

საქართველოს პრემეირ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომა  ოლიმპიელებზე საუბრით დაიწყო.

კვირიკაშვილმა ქართველ სპორტსმენებს რიოს ოლიმპიადაზე  წარმატებით ასპარეზობისთვის, მადლობა გადაუხადა:

„მინდა, დღევანდელი სხდომა დავიწყო ყველასთვის, ჩვენთვის საამაყო სიტყვებით, დიდი მადლობა ჩვენს ოლიმპიელებს, ასეთი წარმატებული ასპარეზობით, 7 მედალი და აქედან ორი ოქროს მედალი არის ძალიან სერიოზული შედეგი, არც ერთ მათგანს თავი არ დაუზოგავს და მართლაც ყველაფერი დადეს ბრძოლის ველზე იმისთავის, რომ ღირსეული ყოფილიყო მაქსიმალური შედეგი, მინდა მთელი ქვეყნის სახელით რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო ყველა სპორტსმენს, ყველა მწვრთნელს, ოლიმპიურ კომიტეტს, და რა თქმა უნდა სპორტის სამინისტროს ასეთი წარმატებული ასპარეზობისთვის, მინდა წარმატება ვუსურვო ყველა ოლიმპიელს, მინდა გულწრფელი, დიდი მადლობა გადავუხადო . მართლაც მთელი საქართველო ერთი სუნთქვით გულშემატკივრობდა ყველა მათგანს, თქვენ არ იცით აქ რა ხდებოდა, და ჩვენ ძალიან გახარებულები ვართ ამ შედეგით”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კახა ცერცვაძე სამუშაო ვიზიტით სლოვენიაში იმყოფება
„თიბისის“ მხარდაჭერით დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
სააკაშვილი - ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ახალმა თაობამ, რომელიც ამისთვის სრულად მზად არის
ცესკომ ძალადობრივი, პრორუსული პარტიის, „ალტ-ინფოს“ ახალ პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია შეუჩერა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics