08:17 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 10:06:23, 871 ნახვა

მთავრობა რეფერენდუმზე უარის თქმის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულების კონტრასიგნაციას განახორციელებს

მთავრობა „რეფერენდუმის მოწყობის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების კონტრასიგნაციას განახორციელებს, თუმცა დოკუმენტში ასახულ არგუმენტაციას არ ეთანხმება.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადავოა არგუმენტი, რომ, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გამო, რეფერენდუმის ჩატარება არ შეიძლება.

„პრეზიდენტმა უარი განაცხადა რეფერენდუმის ჩატარებაზე და მთავრობა არის ვალდებული, რომ განიხილოს კონტრასიგნაცია ამ გადაწყვეტილების, ბრძანებულების. შესაძლოა, ჩვენ არგუმენტაციაში გვქონდეს სადაო და ნამდვილად სადაოა ის არგუმენტი, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გამო,  რეფერენდუმი არ შეიძლება ჩატარდეს. ჩვენი აზრით ეს ნამდვილად ასე არ არის. საკონსტიტუციო ცვლილების გატარებას თავისთავად სჭირდება მინიმუმ ორი სესია, ანუ სამ თვიანი ვადა მაინც არის გასათვალისწინებელი. ჩვენ რა თქმა უნდა მთლიანად ვიზიარებთ რეფერენდუმის ინიციატორთა სურვილს, რომ სამოქალაქო კოდექსში არსებული ჩანაწერი , სამოქალაქო ქორწინება გახლავთ ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლბითი კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, აისახოს საქართველოს კონსტიტუციაშიც“, - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე განცხადებით, არჩევნების დასრულების შემდეგ, კონსტიტუციაში აღნიშნული ცვლილება აუცილებლად განხორციელდება.

„სწორედ ჩვენი პოლიტიკური ძალა გახლავთ ინიციატორი პარლამენტში ამ საკონსტიტუციო ცვლილების. ეს პროცესი დაწყებულია. ბუნებრივია, როგორც კი დამთავრდება არჩევნები, ჩვენ აუცილებლად ამ საკონსტიტუციო ცვლილებას განვახორციელებთ და ეს ჩანაწერი აისახება საქართველოს კონსტიტუციაში. ამიტომ, ჩვენ ამ ბრძანებულების კონტრასიგნაციას მოვახდენთ რა თქმა უნდა და არჩევნების შემდეგ მალევე გავაგრძელებთ იმ პროცესს, რომელიც დაწყებულია დღეს უკვე პარლამენტში, ამ საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელების მიზნით. სამწუხაროდ პარლამენტში არსებული სხვადასხვა პოლიტიკური ძალების ბოიკოტისა თუ სხვადასხვა მიზეზების გამო ამ ცვლილების ბოლომდე მიყვანა ვერ მოხერხდა, ამიტომ, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ როგორც კი დამთავრდება არჩევნები, ამ ცვლილებას აუცილებლად გავატარებთ და ავსახავთ საქართველოს კონსტიტუციაში. საერთოდ მინდა ვთქვა, რომ ის სპეკულაციები, რომ დასავლეთი არის ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება, არის წმინდა წყლის სპეკულაციები. „ქართული ოცნება“ არის სწორედ ის პოლიტიკური ძალა, რომელშიც ყველაზე მეტად არის შერწყმული დასავლური ფასეულობები და ჩვენი ქვეყნის ტრადიციული ფასეულობები. ევროპას სწორედ ასეთი ვუნდივართ და სწორედ ასეთი საქართველო არის ძვირფასი და ღირებული ევროპისათვის, რომელიც პატივს სცემს ტრადიციულ ფასეულობებს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics