17:52 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 10:27:47, 647 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისი-თეთნულდის შემაერთებელი გზის მშენებლობა იგეგმება

საქართველოს  პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქუთაისი-თეთნულდის შემაერთებელი გზის მშენებლობა იგეგმება:

„რამდენიმე დღის წინ განვიხილეთ თეთნულდის კუორტის განვითარება ეკონომიკის მინისტრთან ერთად. უნდა გამოვაცხადოთ, რომ ძალიან საინტერესო ახალი ფაზა იწყება ამ კურორტის განვითარების. სახელმწიფო აპირებს, რომ ძალიან აქტიური მონაწილეობა მიიღოს საპარტნიორო ფონდის მეშვეობით, კურორტ თეთნულდზე აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნაში. ეს იქნება რამდენიმე სასტუმრო, გასართობი ცენტრი, სპორტსკოლა, ალბათ, სავაჭრო ცენტრიც და, რა თქმა უნდა, ამბოლატორია. ეს არის მინიმალური ჩამონათვალი, რაც არის აუცილებელი, რომ კურორტმა იფუნქციონიროს. ჩვენ ვგეგმავთ ქუთაისი-თეთნულდის შემაერთებელი გზის მშენებლობას გვირაბების მეშვეობით, რომ ზამთარში საათნახევარი, ორი საათის ინტერვალით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ტურისტებმა შეძლონ კურორტ თეთნულდზე ასვლა. აუცილებლად უნდა გარემონტდეს ჯვარი-თეთნულდის გზაც იმისთვის, რომ სამეგრელოს მხრიდანაც ადვილი იყოს კურორტზე ასვლა”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - არ შეიძლება, რასა იუკნევიჩიენე იყოს ევროპის სახე - რასა, რომელიც ვარშავის პაქტიდან გადმოვარდნილი ტიპაჟია
წილოსანი - საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ახალ შესაძლებლობებს ხსნის ევროკავშირისთვის, საჭიროა მჭიდრო თანამშრომლობა
„თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
კობახიძე - გამჭვირვალობა გვჭირდება მათ შორის იმისათვის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში ტყუილები აღარ მოხვდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics