00:46 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 12:15:14, 751 ნახვა

პოლიტიკა
ცაგარეიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს ჩრდილო კორეულ სტილში დააკომპლექტოს საუბნო-საარჩევნო კომისიები

როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ სრულად გადაიღო არჩევნების გაყალბების მეთოდები „ნაციონალური მოძრაობისგან“ და ცდილობს ჩრდილო კორეულ სტილში დააკომპლექტოს საუბნო-საარჩევნო კომისიები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამის შესახებ „ირაკლი ალასანია - „თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ცაგარეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ცაგარეიშვილმა აღნიშნა, სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნება“ საოლქო-საარჩევნო კომისიებთან გარიგებით აკომპლექტებს ყველა საუბნო-საარჩევნო კომისიას, რითაც ცდილობს საბიუჯეტო ხარჯებით ამომრჩეველთა დამატებითი ხმების მოზიდვა-მოსყიდვას, რადგან საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები და მათი ოჯახის წევრები იმავდროულად არიან პოტენციური ამომრჩევლები. 

ცაგარეიშვილის თქმით, პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ აპირებენ საჩივრით მიმართონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მოითხოვონ ხარაგაულის საოლქო-საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების და კომისიის წევრის მიმართ გატარდეს კანონით გათვალისწინებული ზომები საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევის და უფლებამოსილების გადამეტების გამო. 

ამასთანავე, ცაგარეოშვილი მოითხოვს, გაუქმდეს კონკურსი და თავიდან გაიმართოს კანდიდატების შესარჩევი კონკურსი. 

„2016 წლის 20 აგვისტოს, ხარაგაულის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ წერილით # 52 ბაღდათის ძირითად საოლქო-საარჩევნო კომისიაში გაიგზავნა რეკომენდაცია, # 51 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა ასარჩევად. კერძოდ კი, თითოეულ საუბნო-საარჩევნო კომისიაში რეკომენდაცია გაეწიოთ მხოლოდ მათთთვის მისაღებ 6 კანდიდატს. მაშინ, როდესაც მიღებული განცხადებები თითოეულ საარჩევნო უბანზე ბევრად აღემატებოდა ასარჩევ კონკურსანტთა რაოდენობას. აღნიშნული ქმედების განხორციელებაში კომისიის თავმჯდომარესთან გია ცისკაძესთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ მდივანი მაყვალა სალუქველიძე და საოლქო კომისიის ერთ-ერთი მუდმივმოქმედი წევრი ნინო ბუაჩიძე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 8 ივნისის დადგენილებით, დამტკიცებული საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის ძირითადი და დამხმარე საოლქო-საარჩევნო კომისიების მიერ განხორციელებული ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის აღმწერი ინსტრუქციის თანახმად, დამხმარე საოლქო-საარჩევნო კომისიას აქვს მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული ვალდებულებები. ხოლო ზემოთაღნიშნული ქმედება არის კანონის უხეში დარღვევა. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების კანდიდატებისათვის რეკომენდაციის გაწევა არ შედის არც დამხმარე საოლქო-საარჩევნო კომისიის და არც მისი წევრებიც უფლებამოსილებაში. ძირითადმა საოლქო-საარჩევნო კომისიამ როგორც კოლეგიალურმა ორგანომ, კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შედეგად თავად უნდა აირჩიოს თითოეულ საარჩევნო უბანზე კომისიის 6 წევრი მიუკერძოებლად და არა დამხმარე საოლქო-საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების რეკომენდაციის საფუძველზე. აღნიშნული ქმედების განხორციელებით # 41 ხარაგაულის საოლქო-საარჩევნო კომისიის ზემოთაღნიშნულმა პირებმა გადაამეტეს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს, რაც ცალსახად ხაზს უსვამს მათ თანამშრომლობას ხელისუფლების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics