16:11 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 12:19:04, 668 ნახვა

რეგიონი
გორის გამგებელი: შეიარაღებულმა ფორმიანებმა ჩილინდარაშვილის ნაკვეთი დატოვეს

გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით ონიაშვილის განცხადებით, შეიარაღებულმა ფორმიანებმა სოფელ სობისის განაპირას შალვა ჩილინდარაშვილის ქერის მოსავლის აღება შეწყვიტეს და ახლა ტერიტორიაზე ევროკავშირის დამკვირვებლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან.

როგორც "ექსპრესნიუსს" გამგებელმა განუცხადა, ჩილინდარაშვილის მოსავლის ნახევარი წაღებულია. მოსავლის აღება კი მათი გამოჩენისთანავე შეწყდა.

"ამ წუთას მეც ამ ქერის ყანაში ვარ, სადაც შეიარაღებული პირებმა დღეს სოფელ სობისში მცხოვრები შალვა ჩილინდარაშვილის მოსავლის აღება დაიწყეს. მათ ჩილინდარაშვილი საკუთარ ნაკვეთში არ შეუშვეს და განუცხადეს, რომ ეს საქართველოს ტერიტორია არ არის. ჩვენი გამოჩენისთანავე კომბაინი გავიდა და ფორმიანების მხრიდან მოსავლის აღებაც შეწყდა. კომბაინს სამხედროებიც ახლდნენ. ჩილინდარაშვილის მოსავლის ნახევარი აიღეს და გაიტანეს. ჩვენ ყველა უწყებას შევატყობინეთ, რომ ამ ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოყვეს. ამჟამად, ევროკავშირის წარმომადგენლებიც აქ იმყოფებიან. გარდა ამისა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ვატყობინებთ, რომ ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოყვეს", - განაცხადა ონიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს შეიარაღებულმა პირებმა გორის რაიონ სოფელ სობისის მკვიდრის შალვა ჩილინდარაშვილის კუთვნილი ქერის მოსავლის აღება დაიწყეს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ლოჯისტიკის დღე აღნიშნეს
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
III ა მიკრორაიონის N16 კორპუსთან საგზაო სამუშაოები სრულდება
თბილისში საერთაშორისო ეჯაილ სამიტის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics