02:46 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 12:25:16, 440 ნახვა

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოტობლოკების აღჭურვის პროგრამაში რეგისტრაცია იწყება

ცხადდება რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მცირეგაბარიტიანი აგრო-ტექნიკით (მოტობლოკების) აღჭურვის პროგრამაში მონაწილეობისათვის. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოში  მისამართზე ქ. თბილისი ვაზისუბნის ქ. N25  უნდა წარმოადგინოს   განაცხადი მცირეგაბარიტინი აგროტექნიკის მოთხოვნით.

განაცხადები მიიღება 24 აგვისტოდან - 7 სექტემბრის ჩათვლით.

აგრო-კომპლექტების  შეზღუდული რაოდენობის გამო, განაცხადების განხილვა და დაკმაყოფილება მოხდება მათი წარდგენის რიგითობის შესაბამისად აგრო-კომპლექტების რაოდენობის ამოწურვამდე. 

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოტობლოკებით და ხელის სათესებით უზრუნველყოფის პროგრამა“ მცირეგაბარიტიანი აგრო-ტექნიკის შეღავათიან ფასად 900 ლარად  კოოპერატივებისათვის გადაცემას ითვალისწინებს. რაც მისი ღირებულების 24 % შეადგენს. თითოეულ კომპლექტში შედის მოტობლოკის აგრეგატი სათიბით,  გუთნით, კულტივატორით და ხელის სათესი.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მცირეგაბარიტიანი აგრო-ტექნიკით აღჭურვის  პროგრამის ფარგლებში გამოიცა საქარველოს მთავრობის 6 განკარგულება რომლითაც, 667 სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივს გადაეცა  1515 აგროკომპლექტი და დამატებით 201 ხელის სათესი.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics