09:22 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 12:38:06, 546 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე: ამ ეტაპზე იტალიაში დაღუპულთა, ან დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, იტალიაში მომხდარი მიწისძვრის დროს დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

ჯანელიძემ მომხდარის გამო,  იტალიელ ხალხს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მათ დასახმარებლად მზად არიან:

“პირველ რიგში, მინდა, მივუსამძიმრო იტალიის მოქალაქეებს. ეს არის უდიდესი ტრაგედია. საკმაოდ დიდი ზარალია. ჩვენ ამ ეტაპზე ვართ აქტიურ კონტაქტზე შესაბამის სამსახურებთან. ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქეები დაღუპულთა, ან დაშავებულთა შორის არ არიან. ცხელი ხაზიც ამოქმედებულია. ასევე აქტიურად ვმუშაობთ იმ მიმართულებით, თუ რაიმე დახმარება ჩვენი მხრიდან იქნება საჭირო ყველაფერს გავაკეთებთ“,- განაცხადა ჯანელიძემ.

 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics