04:06 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 12:37:24, 434 ნახვა

“რესპუბლიკური პარტია“: ცესკო გეგმავს წილისყრის გარეშე რიგი პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო ნომრების მინიჭებას

“რესპუბლიკური პარტიის“ ინფორმაციით, დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისია გეგმავს, მიკერძოებულად, წილისყრის გარეშე რიგი პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო ნომრების მინიჭებას.

როგორც “რესპუჰლიკური პარტიის“ ოფისში პარტიის წევრმა თამარ ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ქმედება არათანაბარ პირობებში აყენებს საარჩევნო სუბიექტებს, რაც საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესის სამართლიანობას და სტაბილურობას. 

თამარ ხიდაშელის თქმით, წილისყრის პროცესის ნაადრევად ჩატარების შემთხვევაში, რიგი პოლიტიკური პარტიები უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან და მათ შეეძლებათ სხვა პარტიებზე ადრე დაიწყონ წინასაარჩევნო კამპანია საკუთარი საარჩევნო ნომრით.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსის 118-ე მუხლი იმპერატიულად ადგენს საარჩევნო სუბიექტისთვის რიგითი ნომრის მინიჭების წესს. კერძოდ, პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო ნომრები წილისყრით უნდა მიენიჭოთ 2-დან 8 სექტემბრამდე პერიოდში. წილისყრის გარეშე რიგითი ნომრის არჩევის უფლება აქვს მხოლოდ იმ სამ პოლიტიკურ სუბიექტს, რომლებმაც წინა საპარლამენტო არჩევნებზე ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. ესაა ერთადერთი გამონაკლისი წილისყრის წესიდან. ყველა დანარჩენი სუბიექტი კანონის თანახმად თანაბარი უფლებით უნდა მონაწილეობდეს წილისყრაში. დღეს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, წილისყრის გარეშე რიგითი ნომრის არჩევის უფლება აქვთ პარტია „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას“ და ნინო ბურჯანაძის „გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას“. ეს გამონაკლისი ამომწურავია და მისი გაფართოება არ შეიძლება“, - განაცხადა თამარ ხიდაშელმა.

მისი თქმით, შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის განზრახვა საარჩევნო სუბიექტებს რიგითი ნომერი მიენიჭოთ გასული თვითმმართველობის არჩევნებისთვის მინიჭებული რიგითი ნომრების მიხედვით, კანონსაწინააღმდეგოა და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს სხვა საარჩევნო სუბიექტებს, რაც საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესის სამართლიანობას. 

“რესპუბლიკური პარტიის“ წევრის თამარ ხიდაშელის თქმით, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდა 23 პოლიტიკური სუბიექტი. იმ შემთხვევაში, თუ ცესკო მიიღებს აღნიშნულ წესს, ადგილობრივ თვითმმართველობაში მონაწილე ყველა პარტიას შეეძლება მოითხოვოს ის რიგითი ნომერი, რომელიც მას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ჰქონდა. შესაბამისად, თავდაყირა დგება რიგითი ნომრის განსაზღვრის ლოგიკა, რომლის მიხედვითაც რიგითი ნომრის დადგენისას, ამოსავალია საპარლამენტო არჩევნებისთვის განსაზღვრული რიგითი ნომერი. 

„რესპუბლიკელები“ მოუწოდებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიას, არ მიიღონ კანონთან შეუსაბამო დადგენილება. 

„მოვუწოდებთ ცესკოს, არ მიიღონ კანონთან შეუსაბამო დადგენილება. ასევე მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს და არჩევნებზე დამკვირვებელ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, რეაგირების გარეშე არ დატოვონ აღნიშნული ფაქტი“, - განაცხადა თამარ ხიდაშელმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიაში კომისიის სხდომა 4 საათზეა დანიშნული.
როგორც თამარ ხიდაშელმა დღეს პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რესპუბლიკური პარტია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომას დაესწრება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics