10:41 - 16 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 13:03:13, 589 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი: ახლანდელ წინასაარჩევნო ვითარებასთან ახლოსაც კი ვერ მივა ის ვითარება, რაც სხვა არჩევნების დროს არსებობდა

საქართველოში ახლა არსებულ წინასაარჩევნო ვითარებასთან ახლოსაც კი ვერ მივა ის ვითარება, რაც  სხვა არჩევნების დროს არსებობდა, -  ასე უპასუხა თავდაცვის  ყოფილმა მინისტრმა, ზესტაფონში „რესპუბლიკელების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, თინა ხიდაშელმა კითხვას, რომელიც წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენებას ეხებოდა.

„ოპოზიციაში ყოფნა არ ნიშნავს, რომ უკლებლივ ყველაფერზე, მართალია, თუ არ არის მართალი, ისაუბრო. ოპოზიციაში ყოფნა ნიშავს,  არგუმენტირებულად დაამტკიცო, რომ შენ უფრო უკეთეს გზას სთავაზობ ქვეყანას, ვიდრე ის , არის იმ მომენტისთვის ხელისუფლებაში“,-აღნიშნა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, შეგვიძლია,  ვიდავოთ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის მინისტრების სამუშაო დროს საარჩევნო კამპანიაში მონაწილების შესახებ.

„შეგვიძლია, ვისაუბროთ იმაზე, რაც  ხდება „ქართული ოცნების“ მხრიდან ხდება პრემიერ-მინისტრის  და არა პარტიის თავმჯდომარის ჩართულობით. ის ერთი და იგივე ადამიანია, მაგრამ ის მოქმედებს  პრემიერის რანგში და არა როგორც პარტიის თავმჯდომარე. მაგრამ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, ეს ახლოსაც კი ვერ მივა იმასთან, რაც ამ ქვეყანას წლების განმავლობაში უნახავს. ამ თვალსაზრისით შემიძლია, გითხრათ, რომ წელს პრინციპულად განსხვავებული არჩენვები ტარდება. 
არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მაგრამ  ეს არის დასაშვებ ზღვარზე“,-აღნიშნა თინა ხიდაშელმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრამონი - რუსული კანონი ძალიან მკაფიოა - ის საფრთხეს უქმნის ევროკავშირის კანდიდატობას
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 455 340-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს
პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დღეს განახლდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics