18:57 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 13:53:03, 637 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი: ცენტრალური საარჩევნო კომისია ბოლო პერიოდში უცნაურად იქცევა

ცენტრალური საარჩევნო კომისია ბოლო პერიოდში ძალიან უცნაურად იქცევა, დაწყებული იმ ცნობილი ამბიდან, როდესაც არარსებული პარტიის არარსებული ხელმძღვანელებს საარჩევნო რეგისტრაცია მიანიჭეს და შემდეგ აქტიურად და ქმედითად გვიხსნიდნენ, რომ თურმე საარჩევნო დოკუმენტაციის შემოწმება მათი საქმე არ არის, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ზესტაფონში „რესპუბლიკელების“ მაჟორტარობის კანდიდატმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ცესკო ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას ამ რეგისტრაციის გამო.

„ვისურვებდი, რომ ხელისუფლებამ რაც შეიძლება ქმედითად გასცეს ამას პასუხი, რადგან ეს არ არის რიგითი შემთხვევა. ეს ქვეყნის ეგზისტენციალურ საკითხებს ეხება,  ეს ქვეყნის არსებობას, სუვერენიტეტს და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, გამოიკვეთოს პასუხისმგებელი პირები“,-აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

ხიდაშელის თქმით, ამის შემდეგ ცესკომ თქვა, რომ იმ ცხრა პოლიტიკურ პარტიაზე, რომლებსაც ანალოგიური ტიპის პრობლემები აქვთ, არ მიიღებდა გადაწყვეტილებას, ეს საერთოდ გაუგებარი.

„დღეს ცესკო-მ გადაწყვიტა თავად, დაჯდა და გადაწყვიტა, კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, რომ რომელიღაც პარტიებს უნდა მისცეს საარჩევნო ნომრები და სხვა პარტიებმა წილისყრაში  მიიღონ მონაწილეობა. ეს არის კანონის პირდაპირი დარღვევა და  დიდი იმედი მაქვს, რომ ცესკო ამ უგუნურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს“,-აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბერბოკი - კანცლერს არ ეშინია პუტინის - დროა, შეწყდეს დისკუსიები Taurus-ების უკრაინისთვის გადაცემაზე
პრეზიდენტი - ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას საარჩევნო უფლება მივცეთ
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics