12:53 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 13:54:23, 671 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი: კარგია, რომ თავდაცვის ახალმა მინისტრმა ჩემი ბრძანება არ გააუქმა

ძალიან კარგია, რომ თავდაცვის სამინისტრომ არ შეცვალა ბრძანება თავდაცვაში გაწვევის შესახებ, ჩემი აზრით ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი რომელიც მინისტრობის ბოლოს გადავდგი, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ხიდაშელის თქმით, პრობლემა შეიქმნა ბევრ სოფელსა და რეგიონში, რადგან პირველი აგვისტოდან გაწვევა დაიწყო.  

„გაწვევა დაიწყო იმ უწყებებში, რომლებშიც სამწუხაროდ ჯერ კიდევ ამ ძალიან მავნე პრაქტიკის მიმდევრები არიან. მოსახლეობის სრულიად სამართლიან და აბსოლუტურად ლეგიტიმურ აღშფოთებაზე, როდესაც ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ვიცით - გაწვევა გაუქმდა და ხშირად მათ ეუბნებიან, რომ თინა ხიდაშელმა ტყუილი თქვა, არავითარი გაწვევა არსად არ გაუქმებულა და ყველაფერი ჩვეულებრივად არის”, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

როგორც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, გაწვევა გაუქმებულია, თუმცა სამწუხაროდ, მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში.

„ამ მთავრობაში მხოლოდ ერთ მინისტრს აღმოაჩნდა გონიერება იმისა, რომ ამ ძალიან მავნე პრაქტიკაზე ეთქვა უარი. ეს არის ოცდამეერთე საუკუნეში ადამიანების მონური შრომის გამოყენება. „ქართული ოცნება“, აღმოჩნდა, რომ ამ მავნე, აბსოლუტურად უსარგებლო, არაფრის მომცემი პრაქტიკის მიმდევარია. ისინი ქმედითად დაუპირისპირდნენ ჩემს გადაწყვეტილებას. არავინ არ დარჩა, ვინც თითო სიტყვა არ გამოიმეტა ჩემს საწინააღმდეგოდ და ბუნებრივია, რომ არც შინაგან საქმეთა სამინისტრო და არც სასჯელაღსრულების დაწესებულებები არ გეგმავენ გაწვევის გაუქმებას. ჩვენ ზუსტად ამიტომ უნდა ვიყოთ პარლამენტში, რომ ასეთი ტიპის მავნე კანონები ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ საქართველოში”, - განაცხადა ხიდაშელმა. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის პროექტი სამუშაო შეხვედრაზე განიხილა
მერია - მუნიციპალური ტრანსპორტის სხვადასხვა მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება
ზელენსკი - რუსეთის რესურსებს ვერ ვუტოლდებით, მაგრამ უკრაინელებს შეუძლიათ რუსეთის დამარცხება გამბედაობით, მონდომებით და იდეებით
სააგენტო - ზოგიერთ მუნიციპალიტეტსა და დედაქალაქში, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ფიქსირდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics