15:08 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 14:12:34, 734 ნახვა

პოლიტიკა
ხუხაშვილი: ხელისუფლებას, რომელსაც 25%-იანი რეიტინგი აქვს, სხვის პროცენტებს არ უნდა უყურებდეს

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ხელისუფლების მთავარი ოპონენტი ამომრჩეველია და არა რომელიმე პარტია. 

ხუხაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი ყველაფერს „ნაციონალური მოძრაობის“ პრიზმაში უყურებს.

„ის, რომ რეიტინგის ვარდნის მხრივ,   ხელისუფლება კრიტიკულ  ზღვარზეა,  ეს ფაქტია.  ტენდენციები, რომ დიდია გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა რაოდენობა, ამომრჩეველთა დიდი რაოდენობა „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს ხმას ნიშნავს, რომ თუ ზიზღის ინდექსი მაღალია, მაშინ ამომრჩეველი უკიდურეს ზომას მიმართავს, რომ არ დადგეს მათთვის არასასურველი შედეგი. ეს ყოველივე ხელს უწყობს პოსტსაარჩევნო კრიზისის ჩამოყალიბებას. ჩემი აზრით, პარტიების პროცენტულობას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. „ნაციონალურ მოძრაობას“ 25%-ის ნაცვლად, 10% რომ ეწეროს მაშინაც არაფერი შეიცვლებოდა. ხელისუფლებას, რომელსაც 25%-იანი რეიტინგი აქვს არ ნიშნავს, რომ მას პრობლემები არ აქვს. ამ სიტუაციაში ხელისუფლების მთავარი ოპონენტი არა პარტიები, არამედ თავად ამომრჩეველია. ასეთი ოპონენტი მტერსა და ავს.  ხელისუფლება მიეჩვია, რომ ყველაფერს „ნაციონალური მოძრაობის“ პრიზმაში უყურებს. მათი მთავარი ამოცანა არის ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეიტინგში არ გადაასწროს. ხელისუფლებას ურჩევნია სხვის ქცევის პროგნოზირებას თავი დაანებოს და თავად გადადგას ქმედითი ნაბიჯები“, - აცხადებს ხუხაშვილი.

გერმანულმა კომპანია GFK-მ რუსთავი 2-ის დაკვეთით მორიგი სოციოლოგიური კვლევის შედეგები წარმოადგინა. 

კვლევის  შედეგად,  პარტიულ რეიტინგში "ქართულ ოცნებას" 35.9 % აქვს,  ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა-34.2%,  სახელმწიფო ხალხისთვის - პაატა ბურჭულაძე 9.8%,  ლეიბორისტული პარტია 5.4%, თავისუფალი დემოკრატები - ირაკლი ალასანია 4.5%,  პატრიოტთა ალიანსი - ირმა ინაშვილი 2.4 %, ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა 2.2%,  რესპუბლიკური პარტია 0.7 %,  პოლიტიკური ცენტრი გირჩი 0.5%, ახალი საქართველო - გიორგი ვაშაძე 0.5%.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კახა ცერცვაძე სამუშაო ვიზიტით სლოვენიაში იმყოფება
„თიბისის“ მხარდაჭერით დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
სააკაშვილი - ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ახალმა თაობამ, რომელიც ამისთვის სრულად მზად არის
ცესკომ „ალტ-ინფოს“ ახალ პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია შეუჩერა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics