05:46 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 14:44:02, 684 ნახვა

პოლიტიკა
დავით დარჩიაშვილი: კვლევები სოციოლოგებმა უნდა შეაფასონ და ამ მხრივ პრეტენზია არავის არასდროს ქონია

საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გია ვოლსკის პასუხობს და აცხადებს, რომ GFK-ს კვლევები სოციოლოგებმა უნდა შეაფასონ და ამ მხრივ არასდროს არავის პრეტენზია არ გამოუთქვამს.

„გია ვოლსკი დაკავებულია მცდელობით, რომ თამაშის წაგების დროს გაღიმებული გამომეტყველება მიიღოს. ზოგადად, კვლევებს სოციოლოგები და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები აფასებენ. ამ მხრივ, არასდროს არავის პროტესტი არ გამოუთქვამს. ჩვენ მომავალ არჩევნებში გამარჯვების მოლოდინი გვაქვს და ქვეყანაში მატყუარებისა და ფარისევლების ხელისუფლება უნდა დამთავრდეს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანულმა კომპანია GFK-მ რუსთავი 2-ის დაკვეთით მორიგი სოციოლოგიური კვლევის შედეგები წარმოადგინა. 

კვლევის  შედეგად,  პარტიულ რეიტინგში "ქართულ ოცნებას" 35.9 % აქვს,  ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-34.2%,  სახელმწიფო ხალხისთვის - პაატა ბურჭულაძე 9.8%,  ლეიბორისტული პარტია 5.4%, თავისუფალი დემოკრატები - ირაკლი ალასანია 4.5%,  პატრიოტთა ალიანსი - ირმა ინაშვილი 2.4 %, ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა 2.2%,  რესპუბლიკური პარტია 0.7 %,  პოლიტიკური ცენტრი გირჩი 0.5%, ახალი საქართველო - გიორგი ვაშაძე 0.5%.

გია ვოლსკის განცხადებით კი, GFK-ს კვლევებს არჩევნების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობა“ პროტესტისთვის გამოიყენებს და ეს შედეგები რეალობას არ შეესაბამება.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics