03:30 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 14:31:05, 833 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი: ჯაჭვლიანი EBRD-ს არ გააკარონ და დანარჩენი ვნახოთ, როგორ იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის  განცხადებაში ძალიან საინტერესო მომენტია, სოსო ჯაჭვლიანი საერთაშორისო ურთიერთობებში დაგვეხმარებაო, - ასეთი კომენტარი გააკეთა „რესპუბლიკური პარტიის“ ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდქტმა თინა ხიდაშელმა სოსო ჯაჭვლიანის ახალი შპს-ს ხელმძღვანელად დანიშვნის ინფორმაციაზე.

„ერთადერთი რაც შემიძლია,  ვთქვა, „იბიარდს“ არ გააკარონ და დანარჩენი ვნახოთ, როგორ იქნება. ეს, რა თქმა უნდა, უკვე ძალიან სასაცილო და  კომიკურია, ჩვენს ქვეყანას რომ არ ეხებოდეს. ძალიან კომიკურ ფორმებს იძენს  ბევრი რამე, რაც ამ ბოლო კვირების განმავლობაში ხდება“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცახდებით, არჩევნების შემდეგ, მთის კურორტების განვითარების კომპანიაში დაფუძნდება სახელმწიფო შპს, რომელსაც სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics