22:15 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 15:13:18, 1232 ნახვა

სამართალი
გიორგი ლილუაშვილი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს

„სოფლებში გამართული შეხვედრები საშუალებას მაძლევს კიდევ  უფრო ღრმად  ჩავწვდე იმ პრობლემებს, რომელიც  ამ ადამიანებს აქვთ." „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს'' - ამის შესახებ ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ლილუაშვილმა განაცხადა, რომელიც ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. 

გიორგი ლილუაშვილი  სოფელ უხუთის, გორას, ზედა გორასა და შუა გორას მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატთან  ადგილობრივებმა სოფლებში  ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და მცირე  მეწარმეობის განვითარებაზე ისაუბრეს, მათივე თქმით ხელისუფლებიდან სოფლის  პროგრამების დაფინანსება ქვეყნის  ეკონომიკის განვითარებაზე  გარკვეულ  გავლენას მოახდენს.

-„იმისთვის  რომ სოფელი ადგილობრივებისთვის  მიმზიდველი გახდეს, უნდა მოგვარდეს ინფრასტრუქტურული საკითხები, აუცილებელია ყველა ოჯახის გაზიფიცირება, ასევე ჩემთვის ერთ- ერთი ყველაზე  დიდი პრობლემა მიგრაციაა,  სოფლებში შეხვედრებისას  ვხედავ ძალიან  ბევრ  მიტოვებულ კერას, სოფლებიდან  მასობრივად ხდება ახალგაზრდების გადინება, რაც ჩემთვის გასაგებია, დღეს მათ არ აქვთ ადგილზე საკუთარი თავის რეალიზების საშუალება, ჩემი და ჩვენი გუნდის ერთ-ერთი  მთავარი ამოცანაა ახალგაზრდებს  ადგილზე შევუქმნათ პირობები და დავარწმუნოთ რომ დაუბრუნდნენ  საკუთარ სოფლებს და ოჯახებს,  მათი  ნიჭიერება და განათლება ადგილზე მოახმარონ  საკუთარ კუთხეს. ეს მოგვცემს საშუალებას გავაძლიეროთ სოფლები, მდიდარი სოფელლი კი აძლიერებს ქვეყნის ეკონომიკას", - განაცხადა  ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის  კანდიდატმა გიორგი ლილუაშვილმა.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics