22:31 - 16 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 15:21:34, 708 ნახვა

პოლიტიკა
ენმ-ს წევრი ირაკლი აბესაძე პრემიერის გადაწყვეტილას ეხმაურება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ირაკლი აბესაძე პრემიერის გადაწყვეტილას ეხმაურება, რომელიც სოსო ჯაჭვლიანის საზოგადოებისთვის ახალი პოზიციით წარდგენას გულისხმობს. 

აბესაძის განცხადებით აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტს არამიზნობრივად ხარჯავს.

"მაშინ, როცა უმუშევრობა ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად იქცა ხელისუფლებამ კი ამ პრობელმის მოსაგვარებლად არაფერი გააკეთა, როდესაც მოქალაქეები საქართველოს მთავრობის სხოდამას დიდი იმედით უყურებენ და იმედოვნებენ რაიმე მათ სასარგებლოდ ითქვას და გაკეთდეს, პრემიერის გადაწყვეტილება კიდევ ერთი იმედგაცრუებაა. ესაა ინიციატივა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე შპს ების შექნას და იქ ოცნების აქტივისტებისა და ყოფილი დეპუტატების დასაქმებას გულისხმობს. ჯაჭვლიანმა, რომელსაც დეპუტატობისას რაიმე სასარგებლოს კეთებით თავი არ გამოუჩენია, ათეულობით და ასეულობით ადამიანის ბიუჯეტის ხარჯზე შექმნილ კომპანიას უნდა უხელმძღვანელოს. ეს ნიშნავს, რომ მომდევნო.4 წლის განმავლობაში შესაძლოა მოსახლეობა მოტყუებული, უმუშევარი დარჩეს. და ყველაფერი ნაცვლად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრი საუბრობდეს სამომავლო გეგმებზე, პრობლემების გადაჭრის გზებზე. ამას რა თქმა უნდა მოსახლეობა მხარს არ დაუჭერს და ჩვენ მოგვეცემა საშუალება განვახორციელოთ ჩვენი სამოქმედო გეგმა, რომელიც გულისხმობს კერძო სექტორში სამუშაო ადგილების შექმნას. იქ, სადაც რეალურად ადამიანებს საკუთარი კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად შეეძლებათ დასაქმება", - განაცხადა აბესაძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სპეცრაზმმა წიწაკის სპრეი გაუშვა და გამაფრთხილებელი სიგნალი ჩართო - ვიდეო
მიშელი - ეს კანონპროექტი საქართველოს ევროპასთან კი არ დააახლოებს, არამედ დააშორებს
ხაბეიშვილი - თუ ხელისუფლებას არ სურს პროვოკაცია, ჩაატარონ პლებისციტი არჩევნებთან ერთად და კანონის ბედი ხალხმა გადაწყვიტოს
„კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი აღკვეთილი იქნება და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“ - შსს განცხადებას ავრცელებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics