08:29 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 16:07:30, 800 ნახვა

პოლიტიკა
ბერძენიშვილი: უნდა გავთავისუფლდეთ სტერეოტიპისგან, რომ ქალის ადგილი პოლიტიკაში არ არის

უნდა გავთავისუფლდეთ ბევრი რამისაგან, უპირველეს ყოვლისა, სტერეოტიპებისგან, მოძველებული აზროვნებისგან. ერთ-ერთი სტერეოტიპი გვეუბნება, რომ ქალის ადგილი პოლიტიკაში არ არის, - ამის შესახებ დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ქალი მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. 

ბერძენიშვილის თქმით, "რესპუბლიკური პარტიის" ლოზუნგი, რომლითაც ისინი გამოდიან არის, "მეტი ქალი პოლიტიკაში". 

"ჩვენი სლოგანი საარჩევნოდ გახლავთ „გავთავისუფლდეთ“. უნდა გავთავისუფლდეთ ბევრი რამისაგან, უპირველეს ყოვლისა, სტერეოტიპებისგან, მოძველებული აზროვნებისგან. ერთ-ერთი სტერეოტიპი გვეუბნება, რომ ქალის ადგილი პოლიტიკაში არ არის, რომ მისი ადგილი არის სამზარეულოში, რაც ღრმად არასწორი აზრი გახლავთ. მეტი ქალი პოლიტიკაში - ეს არის ლოზუნგი, დევიზი, რომლითაც ჩვენ დღეს გამოვდივართ. რას ნიშნავს მეტი ქალი - ეს ნიშნავს მეტ სიმტკიცეს, მეტ სირბილეს ამავე დროს მოპყრობაში, მეტ სოლიდარობას, ეს ნიშნავს მშვიდობას, ბავშვებისა და ახალგაზრდების პრობლემების უკეთეს დანახვას, მრავალფეროვნებას, ბოლოს და ბოლოს, ეს ნიშნავს კონკურენციას მამაკაცებსა და ქალებს შორის, რომლის დროსაც იზრდება ხარისხი პოლიტიკაში“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა „რესპუბლიკური პარტიიდან“ ქალი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან: ხათუნა სამნიძე - 69-ე ოლქში, ბათუმი; ლელა ებრალიძე - 61-ე ოლქი, ფოთი; ნინო გოგუაძე - 59-ე ოლქი, ოზურგეთი; ნატო ქათამაძე - 48-ე ოლქი, ქუთაისი; თინა ხიდაშელი - 52-ე ოლქი, ზესტაფონი; ირინა გელაშვილი - 43-ე ოლქი, ხაშური; ლია როინიშვილი - 38-ე ოლქი, დუშეთი, ყაზბეგი, თიანეთი; თამარ ხიდაშელი - მე-4 ოლქი, საბურთალო; თამარ კორძაია - 1-ლი ოლქი, მთაწმინდა.

„მე უბედნიერესი კაცი ვარ, რომ შემიძლია ეს ცხრა ადამიანი წარმოვადგინო. თავს ვგრძნობ აპოლონის მდგომარეობაში, რომელმაც 9 მუზა წარმოადგინა. ამ მუზების ადგილი არის პოლიტიკაში, ისინი იქნებიან პოლიტიკაში“, - დასძინა ლევან ბერძენიშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics