08:48 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 16:59:58, 1143 ნახვა

ეკონომიკა
ინდოეთი საქართველოსთვის ჩაის წარმოების კუთხით გამოცდილების გაზიარებისთვის მზად არის

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ინდოეთის მძიმე მრეწველობისა და სახელმწიფო საწარმოების სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ჩაის წარმოების კუთხით შესაძლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. 

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ინდოეთის დელეგაციის წევრებს ბოლო წლებში საქართველოში სოფლის მეურნეობის ეფექტიანი განვითარებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული და განხორციელებული პროექტები გააცნო და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობაზე ისაუბრა.  იური ნოზაძემ  ყურადღება გაამახვილა საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ  საინვესტიციო პოტენციალზე  და ამ კუთხით, ჩაის წარმოების განვითარების შესაძლებლობებზე. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ საქართველოსა და ინდოეთს შორის  სამეცნიერო მიმართულებით შესაძლო თანამშრომლობის მნიშვნელობზეც ისაუბრა.

შეხვედრაზე ინდოეთის მძიმე მრეწველობისა და სახელმწიფო საწარმოების სამინისტროს წარმომადგენელმა, ბასკარ ჯიოტი მაჰანტამ აღნიშნა, რომ ინდოეთის მხარე ღიაა თანამშრომლობისთვის და მზად არის ქართულ მხარეს ჩაის წარმოების მიმართულებით გამოცდილება გაუზიაროს. ბასკარ ჯიოტი მაჰანტას განცხადებით, ინდოეთის მძიმე მრეწველობისა და სახელმწიფო საწარმოების სამინისტროს ქუდის ქვეშ გაერთიანებულია სახელმწიფო საწარმოები, რომლებიც  ჩაის მოყვანა-გადამუშავებისთვის საჭირო მანქანა-დანადგარებსა და აღჭურვილობას აწარმოებენ. სამინისტროს მფლობელობაშია ჩაის მწარმოებელი საწარმოც, რომელიც ყოველწლიურად 11 000 000 ტონამდე ჩაის ექსპორტს ახორციელებს მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად, არსებობს შესაძლებლობა არაერთი  მიმართულებით თანამშრომლობის დაწყებისა და გამოცდილების გაზიარების. 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ინდოეთის მძიმე მრეწველობისა და სახელმწიფო საწარმოების სამინისტროს წარმომადგენლების  ვიზიტის მიზანს ჩაის წარმოების კუთხით საქართველოში არსებული გარემოს შესწავლა წარმოადგენს. ინდოეთის დელეგაციის წევრები სამეგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონებში  ჩაის პლანტეციებს  დაათვალიერებენ და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნობიან.
შეხვედრას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი მარიანა მორგოშია, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics