14:02 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 17:06:14, 646 ნახვა

საზოგადოება
03:25 საათზე, ქართველი ოლიმპიელები და სპორტსმენები დაბრუნდებიან

25 აგვისტოს, გამთენიისას, 03:25 საათზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რიოს ოლიმპიური თამაშებიდან საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრები და სპორტსმენები დაბრუნდებიან.

ოლიმპიელებს აეროპორტში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილეები, ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდებიან.

საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე ჯამში 7 მედალი - 2 ოქრო, 1ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვა, მედლების ხარისხით კი 206 ქვეყანას შორის 38-ე ადგილი დაიკავა.

ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)გახდნენ, ვერცხლის მედალი ვარლამ ლიპარტელიანმა (ძიუდო), ბრინჯაოს მედლები კი ლაშა შავდათუაშვილმა(ძიუდო), შმაგი ბოლქვაძემ (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ირაკლი თურმანიძემ (ძალოსნობა) და გენოპეტრიაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) მოიპოვეს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე გახარიაზე - მისი განცხადებები რეალობას ძალიან აცდენილია
ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
კალაძე - ის, რომ კონკრეტული ადამიანები იბრძვიან, როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახონ, საზოგადოების პასუხია მათ რადიკალიზმზე
საფრანგეთმა შესაძლოა გააუქმოს პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია ტერაქტების საფრთხის გამო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics