16:13 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 17:09:24, 734 ნახვა

საზოგადოება
მარგველაშვილი: ალბათ მივაღწევთ, რომ 24 აგვისტო უქმე დღედ გამოცხადდეს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოსახლეობას კონსტიტუციის დღე მიულოცა. 

პრეზიდენტის თქმით, 21 წლის წინ საქართველოს პარლამენტმა მიიღო უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი ქართული სახელმწიფოსთვის, სახელმწიფო კონსტიტუცია.

„დოკუმენტი, რომელიც განაპირობებს ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრების ძირითად პრინციპებს და ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუცია ალბათ არ არის მხოლოდ სამართლებრივი დოკუმენტი. კონსტიტუცია შესაძლოა, ბევრად უფრო მეტად არის ჩვენი საზოგადოების თანაცხოვრების მშვიდობიანად განვითარების, მიზნების მიღწევის ძირითადი სახელმძღვანელო. ამ დოკუმენტის ირგვლივ ფუნქციონირებს ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები, მაგრამ არამხოლოდ. ამ დოკუმენტში დაცულია ის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, რომლებიც თანამედროვე ადამიანს, არა უბრალოდ სუბიექტად აქცევს სახელმწიფოს მშენებლობისა, არამედ ამ პროცესის მთავარ ობიექტად ქმნის. თავისუფალი ადამიანების მიერ შექმნილი თავისუფალი საზოგადოება სწორედ ამ დოკუმენტისსულისკვეთებაში იკვეთება. 25 წლის წინ ჩვენ დამოუკიდებლობას მივაღწიეთ და ამ გზას ახლა თავისუფლების მიმართულებით ვავითარებთ, სწორედ კონსტიტუციით, კონსტიტუციის პატივისცემით, მისი ღრმა შესწავლით, ჩვენ ვადგავართ ამ გზას”, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა პროექტის მონაწილე ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელების დროს ახალგაზრდები სიღრმისეულად სწავლობენ კონსტიტუციას.

„მე დავესწარი რამდენიმე თქვენს შეხვედრას, რომელიც ძალიან საინტერესო იყო. 
საზოგადოებასაც მინდა გავუზიარო პოზიტიური გამოცდილება, რომელიც ჩვენ ყველამ ამ პროექტის განმავლობაში მივიღეთ. ეს არ იყო მხოლოდ ჩაკეტილი პროცესი, მინდა აღვნიშნო,  რომ ერთ-ერთმა მოსწავლემ ნიკა ენუქიძემ შექმნა სპეციალური ანდროიდის პროგრამა, რომელსაც ჩვენ სამსახურში ვიყენებთ, კონსტიტუციის აპლიკაცია, რომელსაც ადმინისტრაციაშიც ვიყენებთ. ერთადერთი, რაც არის ეს აპლიკაცია არ არის იოსისათვის და ჩვენ ამ მიმართულებით დავეხმარებით ნიკას. ასევე მინდა ხაზი გავუსვა 203-ე სკოლის ძალიან საინტერესო მუშაობას, რომლის შედეგადაც შემუშავდა კონსტიტუციის ძირითადი ტერმინების ჟესტების ენით გადმოცემის სისტემა.  მინდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე, რომელიც ჩემი აზრით არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვქონდა ინიციატივა, რომ ეს დღე გამოცხადდეს უქმედ და ალბათ რაღაც კონკრეტულ მომენტში ჩვენ ამას მივაღწევთ. დღე როდესაც შეიქმნა საქართველოს კონსტიტუცია, დოკუმენტი თავისუფალი ადამიანების გაერთიანებისა, სადაც თითოეული მოქალაქის თავისუფლება არის დაცული. ამავე დროს თითოეული მოქალაქე იცავს სხვა ადამიანების თავისუფლებას და ასე ერთობლივი ცხოვრებით, ერთმანეთის დაცვით ვქმნით თავისუფალ სახელმწიფოს და თავისუფალ ქვეყანას”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით პროექტის "მე და კონსტიტუცია" მონაწილეებს შეხვდა. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ღარიბაშვილი - თუ იმ დროისთვის, როცა ქვეყანა იქნება მზად, გახდეს ევროკავშირის წევრი, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმება
ღარიბაშვილი - გამჭირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან
უკრაინაში სამხედრო დახმარებისთვის, სლოვაკეთის მოქალაქეებმა ორ მილიონ ევროზე მეტი შეაგროვეს
EBA - კანონპროექტი შეიცავს უცხოელი ინვესტორების მიმართ ნეგატიური სტერეოტიპების გამყარების და ინვესტიციების შემცირების რისკს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics